რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მინი ზოოპარკში ცხოველები მშრალ კვებაზე ყავთ
გორის მინი ზოოპარკში ერთი წელია მშრალ კვებაზე ყავთ. ამას ადასტურებს ის დოკუმენტები, რომელიც შესყიდვების სააგენტოდან მოვიპოვეთ.

ბოლო შესყიდვა, ,,მშრალი საკვების'' შეძენასთან დაკავშირებით, 2020 წლის 6 ნოემბერს განხორციელდა. ზედნადების მიხედვით, რომელიც საკვების ტრანსპორტირებას ადასტურებს, გორის კეთილმოწყობის სააგენტომ 75 კგ მშრალი საკვები შეიძინა.

დღევანდელი,2021 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით, გორის მინი ზოოპარკში შემორჩენილ ცხოველებს, ნოემბრის შემდეგ, 75 კგ მშრალ საკვებს უზოგავენ. სააგენტოს დირექტორი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ზოოპარკიდან მურა დათვი თბილისში გადაიყვანეს, საკვების შეძენა აღარ სჭირდებათ.

 

კვება მურა დათვის ყოფნის პერიოდში - 2020 წელი


გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორს თავდაპირველად გაუკვირდა, რომ ამ მძიმე, პანდემიის პერიოდში, ცხოველების კვებით დავინტერესდით. ,,მეტი საქმე არ გაქვთ, რომ ცხოველების საკვებს ითვლით, გაიხედეთ, რა ვითარებაა" - ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.

მისი თქმით, გორის მინი ზოოპარკში ცხოველებს ისეთი კვება აქვთ, რომ ზედმეტი წონის გამო, დიეტაც კი ურჩიეს.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ ,,გაასუქეს'' ცხოველები 2020 წელს გორის მინი ზოოპარკში. 2020 წლის 20 და 29 იანვარს კეთილმოწყობის სააგენტომ ცხოველის საკვების შესასყიდას ხელშეკრულებები ორ კომპანიასთან: ,,გრანულთან'' და ,,გორთან'' გააფორმა.

,,გრანულს'' ერთი წლის განმავლობაში 700 კგ გაყინული თევზი და 700 კგ მშრალი საკვები უნდა მიეწოდებინა, ხოლო ,,გორს'' - 550 კგ მხოლოდ მშრალი საკვები ფრინველისთვის.

ჩვენს მიერ მოპოვებული ზედნადებების მიხედვით, გაყინული თევზი მხოლოდ 2020 წლის 3 თებერვალს არის შესყიდული, ისიც 180 კგ. დანარჩენ 9 თვეში არც ერთი კგ თევზია შეძენილი. კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი განმარტავს, რომ მშრალი საკვები იმდენად მსუყე იყო დათვისთვის, რომ მეორადი თევზის შეძენა აღარ გახდა საჭირო, შესაბამისად, 2100 ლარი გამოთავისუფლდა.



რაც შეეხება მშრალ საკვებს, ზოგადად ცხოველებისთვის შეიძინეს:

თებერვალში - 120 კგ; 180 კგ - აპრილში; 180 კგ - ივლისში, 75 კგ - ნოემბერში.

ფრინველთა მშრალი საკვები:

180 კგ - თებერვალში; აპრილში - 180 კგ; ივლისში - 140 კგ.

როგორ გითხარით, ფრინველებისთვის, გასული წლის ივლისის შემდეგ, მშრალი საკვები აღარ შეძენილა.

 

როგორია გეგმა 2021 წლისთვის


გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი გვპირდება, რომ მურა დათვის გარდა, შესაძლოა, რამდენიმე ცხოველი ბუნებრივ პირობებს დაუბრუნდეს. ძირითადად, საუბარია მელასა და ტურაზე.

,,ვნახოთ, ველოდებით დასკვნას გარემოს დაცვის სამინისტროსგან. გეგმაში გვაქვს, რომ ისეთი ცხოველები, რომლებიც შესაძლოა ბუნებრივ პირობებს დაუბრუნდეს, ისინი გაშვებული იქნებიან ბუნებაში" - აცხადებს ბაჩანა გვიანიშვილი.

შეგახსენებთ, ე.წ. მინი ზოოპარკი ცხოველებისგან სრულად 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებამ ტყვეობისგან მხოლოდ დათვი გაათავისუფლა.

გორის მურა დათვი ამჟამად თბილისის ზოოპარკში იმყოფება - გვარწმუნებს მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

პრეს-სამსახურის ცნობით, ახალბაღის რეაბილიტაციის პროგრამაში ე.წ. მინი ზოოპარკის რეაბილიტაციაც შედის, თუმცა საპროექტო დოკუმენტში ე.წ. ზოოპარკის გაზრდის ან ახალი სივრცის მოწყობის შესახებ არაფერი წერია. ბაჩანა გვიანიშვილი ირწმუნება, რომ ახალბაღის რეაბილიტაციის შემდეგ, მურა დათვი მინი ზოოპარკში დაბრუნდება, თუმცა რაიმე ოფიციალური დოკუმენტაცია, გორის მინი ზოოპარკის პირობების შესახებ, არ არსებობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.