რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ჯავისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობას ქართულნომრიანი მანქანების რეგისტრაციის უფლება მისცემენ
ჯავისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობას ქართულნომრიანი მანქანების რეგისტრაციის უფლება მისცეს. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, საკითხის განხილვა გასულ წელს დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ახლახანს მიიღეს.

ამ უფლებით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა უწევთ.

,,ჩვენი რესპუბლიკის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არა აქვთ, ამიტომ ახალგორისა და ჯავის რაიონში მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით შესვლას. ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგით და ვცდილობთ, გავუადვილოთ პირობები," - აღნიშნულია დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯავისა და ახალგორის რაიონის ის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შესვლა სურს, უფლება აქვთ 1 ივლისამდე საბუთები წარადგინონ და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართულნომრიანი მანქანების გადაადგილების უფლება მოიპოვონ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 4 სექტემბრიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ჩორჩანა-წნელისის კრიზის გამო, გამშვები პუნქტები ჩაკეტა. ამ ხნის მანძილზე, ახალგორისა და პერევის მიმართულებით მცხოვრები მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

2021 წლის თებერვლიდან დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ხელჩუა-ზარდიანთკარის საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.