რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
"სამი ზღვის ინიციატივა" - საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორი
ნინო სუხიაშვილის ბლოგი

მსოფლიო პანდემიის პირობებში კიდევ მეტად გამოაშკარავდა ისედაც ცხადი ჭეშმარიტება: ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილი, სანდო, ჭირის გამზიარებელი მეგობრისა თუ პარტნიორის ყოლა აღმოჩნდა როგორც ადამიანებისთვის, ისე ქვეყნებისთვისაც.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება უკვე ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. საქართველოს კონსტიტუციის მეთერთმეტე - გარდამავალი დებულებების თავში შავით თეთრზე წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ქვეყანა დეკლარირებულად 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. იმედისმომცემი განცხადებები ისმის ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნებისგანაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების შესაძლო შანსების შესახებ.

რეალურად, ორივე მიმართულებით ქვეყანას აუცილებლად სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა, რადგან გარდა წინასწარ ცნობილი კრიტერიუმებისა, რომელსაც ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაერთიანებლად უნდა აკმაყოფილებდეს, საჭიროა მკაფიო კონსენსუსი, რაც გულისხმობს, რომ ახალი წევრის მიღებას უკვე მოქმედი წევრებიდან ყველა უნდა ეთანხმებოდეს (ან, სულ მცირე, წინააღმდეგი მაინც არ უნდა იყოს).

კონსენსუსის მიღწევას ჭირდება თანმიმდევრული, კვალიფიციური და ამავე დროს გაბედული პოლიტიკის წარმართვა, რაც მოკავშირეების გარეშე უბრალოდ, შეუძლებელია.

ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მოკავშირე ამ ერთის მხრივ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, მეორეს მხრივ კი უაღრესად რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე? - ცხადია, ის ქვეყნები, რომლებთანაც საერთო გამოცდილება, საერთო ისტორია და ის გამოწვევები გვაერთიანებს, რომელთა უმრავლესობის გადალახვაც მათ უკვე შეძლეს და ჩვენთვის სამაგალითოდ იქცნენ არაერთი მიმართულებით. ვგულისხმობ უპირველეს ყოვლისა, ბალტიის სამ სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა ბლოკის - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ევროპის ცენტრალურ ღერძზე - ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების ირგვლივ არიან განლაგებული.

"სამი ზღვის ინიციატივა" ზუსტად ამ ქვეყნების გაერთიანებაა - 12 სახელმწიფოსგან (ესტონეთი ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია, სლოვენია, რუმინეთი, ბულგარეთი) შემდგარი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ევროპის მთლიანი ტერიტორიის 29%-ს მოიცავს, სადაც ევროპის მოსახლეობის 25% ცხოვრობს. სამი ზღვის ინიციატივის ყველს წევრი ქვეყანა იმავდროულად ევროკავშირის წევრიცაა. ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში (NAთO) კი მხოლოდ ავსტრია არ არის გაერთიანებული.

"სამი ზღვის ინიციატივის" ქვეყნების საერთო ინტერესი დანარჩენ ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოებაცაა. საბჭოთა რკინის ფარდამ, რომელიც ინიციატივის თორმეტი ქვეყნიდან თერთმეტისთვის საერთო ისტორიის ნაწილია (ავსტრია აქაც გამონაკლისია), უდიდესი წვლილი შეიტანა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ყოველთვის ევროპის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ, მასთან როგორც ეკონომიკური, ისე სატრანსპორტო და კულტურული კავშირებიც კი გაეწყვიტათ, რამაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებაში უთანასწორობა გამოიწვია. ამასთან, სამი ზღვის ქვეყნებს საბჭოთა მემკვიდრეობად ერგო გაუმართავი ინფრასტრუქტურა როგორც თითოეული ქვეყნის ფარგლებში, ისე ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მას შემდეგ, რაც რკინის ფარდა აღარ არსებობს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პოტენციალი მნიშვნელოვნად ამაღლდა.

2014 წელს ევროპის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების არათანაბარი განვითარება აისახა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ატლანტიკურ საბჭოს ანგარიშში "ევროპის გამთლიანება", რაც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთვის და ხორვატიის პრეზიდენტ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩისთვის "სამი ზღვის ინიციატივის" იდეის ხორცშესხმის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. სამი ზღვის ქვეყნების პარტნიორობის პლატფორმა 2015 წლიდან ამოქმედდა.

"სამი ზღვის ინიციატივა" ამერიკის შეერთებული შტატების მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. აშშ პრეზიდენტი ტრამპი 2017 წელს ინიციატივის ვარშავის სამიტსაც დაესწრო და პლატფორმას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან თანადგომისა და თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. დღესაც, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში "სამი ზღვის ინიციატივა" ორპარტიულ მხარდაჭერას ინარჩუნებს. პლატფორმას მხარს უჭერს ევროკავშირიც.

ამოცანები, რომელთა გადასაწყვეტადაც 12 ქვეყანა გაერთიანდა, მიზნად ისახავს ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტორთა მოზიდვას, ენერგოუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებს, ინფრასტრუქტურისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას.

თუ "სამი ზღვის ინიციატივის" თითოეული ქვეყნის განვითარების ბოლო ათწლეულების ისტორიას გავეცნობით, შესაძლოა იოლად დავინახოთ გზა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. საერთო პრობლემები და მათი მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა კი უმნიშვნელოვანესია პარტნიორებისა და მეგობრების ძიებისას. ამიტომ, "სამი ზღვის ინიციატივის" ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება და მთი მხარდაჭერის გაძლიერებაზე ზრუნვა საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ნინო სუხიაშვილი

"საქართველო - სამი ზღვის ინიციატივა" გამგეობის წევრი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.