რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა შიდა ქართლში მცხოვრებ თავის პირველკურსელებს
პანდემიით განპირობებული დისტანციური სწავლებისას არაერთი გამოწვევა
გამოიკვეთა, მათ შორის, მთავარი ის ფაქტია, რომ სტუდენტთა ნაწილი არ
არის უზრუნველყოფილი კომპიუტერით და მათ აუცილებლად სჭირდებათ როგორც
ტექნიკური, ასევე ფინანსური დახმარება.
SEU-ს რექტორის, გია კავთელიშვილის, გადაწყვეტილებით, 2020 წელს, SEU-ში ჩარიცხულ პირველკურსელებს, რომლებმაც SEU პირველ ნომრად აირჩიეს, უნივერსიტეტმა უპრეცედენტო საჩუქრები შესთავაზა - სტუდენტს თავად შეეძლო აერჩია:

• სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელებს Notebook Lenovo ThinkBook 15 (15,6") ან 1500ლ სასწავლო ვაუჩერი და უგრანტოებს • Notebook Lenovo V15 (15,6") ან 1000ლ სასწავლო ვაუჩერი. სტუდენტთა ნაწილმა ვაუჩერი აირჩია, ხოლო დიდი ნაწილისთვის არჩევანის შესაბამისად, SEU-მ 1400 -ზე მეტი ლეპტოპი შეიძინა.
უკვე დაიწყო სტუდენტებისათვის ლეპტოპების გადაცემის პროცესი, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიმდინარეობს ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით. ლეპტოპები გადაეცათ შიდა ქართლის მხარეში (კასპი, გორი ქარელი) მცხოვრებ SEU - ს პირველკურსელებსაც.

გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე, SEU-ს ყველა პირველკურსელ სტუდენტს ექნება საკუთარი კომპიუტერი, რაც მათ სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე სტუდენტს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

მარიამ ინაური, SEU - ს ტურიზმის პროგრამის პირველკურსელი: "დღეს ჩემმა უნივერსიტეტმა გორში, დევნილთა დასახლებაში ჩამომიტანა ლეპტოპი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო SEU - ს ესეთი საჩუქრისთვის, ეს მოტივაციაა თითოეული სტუდენტისთვის, რომ უკეთ ვისწავლოთ."

ფრიდონ მჭედლიშვილი, სეუ-ს მენეჯმენტის პროგრამის პირველკურსელი: "მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს, რომ კასპში ჩამომიტანა ლეპტოპი. ზოგადად ძალიან მომწონს SEU, კმაყოფილი ვარ როგორც სწავლით, ასევე გარემოთი. აქ, მუდამ ზრუნავენ სტუდენტებზე, ყველას ვურჩევ, რომ ჩააბარონ სეუ-ში."
ნიკოლოზ ვალიშვილი, SEU - ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის პირველკურსელი: "დღეს SEU - მ ლეპტოპი ჩამომიტანა სოფელ წვერში, ძალიან გამახარა, რადგან ონლაინ სწავლის პერიოდში ეს ლეპტოპი განსაკუთრებულ დახმარებას გამიწევს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის გამორჩეული უნივერსიტეტია. SEU, უკვე წლებია არ თმობს ყველაზე მოთხოვნადი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2020 წელს აბიტურიენტებისთვის ყველაზე სასურველი კერძო უნივერსიტეტია.

SEU-ში შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემო, სადაც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზით ხდება კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება ეროვნული და საერთაშორისო ბაზრებისათვის. SEU გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წარმატებაზე, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე.
SEU - ში გელოდებათ:
ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში დამკვიდრებული სტრანდარტები
თანამედროვე და მაღალი ხარისხის აკადემიური გარემო
ადგილობრივი და უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი ლექტორები
ინოვაციაზე და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
გაცვლითი პროგრამები და ორმაგი დიპლომი ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში
დასაქმების მაღალი პოტენციალი
ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები
სპორტული და სოციალური სივრცეები
მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები