რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად [R]
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა.

კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესს უძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმში საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უძღვებოდა.

ტერაბანკმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა და ქალები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. იმავე წლის ბოლოს ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიც გახდა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.

განსაკუთრებული აქტუალობა ქალების მხარდაჭერამ პანდემიის პერიოდში შეიძინა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პანდემიის პასუხად განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა. იმ 50 ბიზნესკლიენტს შორის, რომლებიც ტერაბანკმა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით დაასაჩუქრა, 42% ქალი იყო. პროექტი მათ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და იმ ზიანის შემსუბუქებაში დაეხმარა, რომელიც ჩOVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.

"წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: "ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში". ეს ხაზგასმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქალებს პანდემიის პერიოდში თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში შეაქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისკენ უმოკლეს გზას ნიშნავს", - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის გორის ფილიალს მისამართზე: სტალინის N29 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების
გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,
მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
14:57 / 10.10.2026
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ
პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების
შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე
შეძენილია.
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე შეძენილია.
13:46 / 10.10.2026
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების
გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“
ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს
დაამზადებს.
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“ ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს დაამზადებს.
11:09 / 10.10.2026
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო
მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ
ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
19:40 / 09.10.2026
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
17:19 / 09.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.