რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,პუტინის მავთულხლართებს გადავადნობთ და დათა პაპას ძეგლს დავუდგამთ'' - შალვა ნათელაშვილი
დათა ვანიშვილს 22 მარტს დაკრძალავენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გამყოფ ხაზთან მისვლას გეგმავენ, სადაც უკანასკნელ გზაზე გააცილებენ გარდაცვლილს.

ლეიბორისული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი უკვე ხურვალეთში იმყოფება. მისი თქმით, მოვა დრო, როდესაც მავთულხლართები აღარ იქნება, ხოლო დარჩენილი მეტალისგან დათა ვანიშვილის ძეგლს ჩამოასხამენ.

,,ეს დათა პაპას მიწაა, ეს უნდა იცოდეს მთელმა მსოფლიომ. ვერ მიგვისამძიმრებია მამულიშვილისთვის. მინდა მივმართო რუსეთს თავის ენაზე - დაიხიეთ უკან. თქვენი მიწები ეძებეთ შორს, ვლადივასტოკისკენ. ეს არის გორგასლის, დავით აღმაშენებლის, 300 არაგველის და დათა პაპას მიწა'' - განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

88-წლის დათა ვანიშვილი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი ბინა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა მას შემდეგ, როდესაც რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. დათა ვანიშვილმა და მისმა მეუღლემ, საცხოვრებელი სახლი არ მიატოვეს. 12 წლის მანძილზე ისინი რთულ ვითარებაში ცხოვრობდნენ.

როგორც დათა ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი ამბობს, გარდაცვალებამდე მისმა მეუღლემ ანდერძი დაუტოვა, რომ არ მიეტოვებინა სახლი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.