რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ოსურმა მხარემ ნათესავებს დათა პაპას ოჯახისთვის მისამძიმრების უფლება მისცა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ნათესავებს და ახლობლებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერტორიაზე ცხოვრობენ, მისამძიმრების საშუალება მისცეს.

ამის შესახებ ვალია ვანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუშინ გვიან ღამით, ახალგორის რაიონის სოფელ წინაგარის მილიციის თანამშრომლები მივიდნენ:

,,გუშინ უნდა დაგვეკრძალა, მაგრამ ხალხი არ იყო, რომ დაგვესაფლავებინა, საფლავი გაგვეთხარა. წუხელ მოვიდნენ ვილისით. ჩემი სიძე გაიყვანეს და უთხრეს, მოვიდნენ ნათესავები და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთეთო,'' - განაცხადა ვალია ვანიშვილმა.

მისი თქმით, მან უკვე შეატყობინა ახლობლებს ბაკურიანსა და ბორჯომში, რომ შეუძლიათ ცხედართან მისვლა და ჭირისუფლობა. გორის მერიამ საკაცე უკვე მიაწოდა. შავშვების თემის წარმომადგენლებმა პროდუქტებიც მიაწოდეს.

,,ოსებშიც არიან კარგები და ქართველებშიც. მერე მოვიდნენ ბიჭები და ტრაქტორით გათხარეს. ჩემი ნათესავებიც ჩამოვიდნენ. ქვემოდანაც მოდიან. ჩემი გოგოც მოვიდა. გვითხრეს ოსებმა, რომ შეუძლიათ მოვიდნენ ხვალეო. მთელი წინაგარა ფეხზე დადგა. ცუდი როგორ ვთქვა.'' - ამბობს ვალია ვანიშვილი.

გარდა ამისა, ორი დღის წინ, სოფელ წინაგარის მცხოვრებლებმა ვანიშვილების ოჯახში დაზიანებული კიბე გააკეთეს: ,,გუშინ წინ მოვიდნენ ბიჭები, კიბე გვქონდა დაზიანებული და გაგვიკეთეს.'' - ამბობს ვალია ვანიშვილი.

82-წლის ქალი ამბობს, რომ დათა პაპას დაკრძალვის შემდეგ, სახლს არ დატოვებს:

,,ერთ საღამოს ხელებზე მაკოცა და მთხოვა. როგორც მე არ დავტოვე ეს სახლი, ისე შენ არ დატოვოო. ნუ გეშინია, ქართველები დაგეხმარებიანო. არ წახვიდე, არ დატოვო სახლიო. ახლა ხან რომელი შვილი მეუბნება, ჩემთან წამოდიო, ხან - რომელი. მაგრამ, მე არსად წასვლას არ ვაპირებ.'' - ამბობს ვალია ვანიშვილი.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მწვავე ჰიპერტონული შეტევის შედეგად. ცოლ-ქმარმა საცხოვრებელი სახლი არ მიატოვა მას შემდეგაც კი, როდესაც რუსეთის სამხედროებმა ხურვალეთში საოკუპაციო მავთულხლართები გააბეს. მავთულხლართების მიღმა ხურვალეთის ის ნაწილი მოხვდა, რომელიც ბობნევის სახელითაა ცნობილი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის კულტურის სახლში 23 ოქტომბერს გაიმართება კონცერტი თურქეთში
სამი ურთულესი ოპერაციის წინ მყოფი 32 წლის მამაკაცის მხარდასაჭერად.
გორის კულტურის სახლში 23 ოქტომბერს გაიმართება კონცერტი თურქეთში სამი ურთულესი ოპერაციის წინ მყოფი 32 წლის მამაკაცის მხარდასაჭერად.
10:08 / 13.10.2026
ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ბაბელსბერგის სტუდენტური,
დრეზდენის საბავშვო და პოლონური ანიმაციური ფილმები ნახა, საღამო კი
ხალხური სიმღერით დასრულდა.
ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ბაბელსბერგის სტუდენტური, დრეზდენის საბავშვო და პოლონური ანიმაციური ფილმები ნახა, საღამო კი ხალხური სიმღერით დასრულდა.
18:25 / 12.10.2026
რუსეთმა ქართული სასმელების რამდენიმე მწარმოებელს იმპორტი შეუჩერა.
ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვეველია და
გარკვევას აპირებს.
რუსეთმა ქართული სასმელების რამდენიმე მწარმოებელს იმპორტი შეუჩერა. ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვეველია და გარკვევას აპირებს.
16:42 / 12.10.2026
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო,
ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო, ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
13:05 / 12.10.2026
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის
ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის
სკოლის აღზრდილია.
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის აღზრდილია.
12:44 / 12.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.