რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
მავთულხლართების წინააღმდეგ მებრძოლნი
ჩვენს არქივში მოიძებნება იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავლებულ მავთულხლართებს არ უშინდებოდნენ. ისინი ე.წ. საზღვრებს მუდმივად ,,არღვევდნენ'' და დაპატიმრების საშიშროების წინაშე იდგნენ.

ავთანდილ ასანიძე  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს.  ერთხელ, ავთანდილ ასანიძემ გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე გადასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება, პრობლემის გარეშე, მოახერხა. დაკრძალვის დღეს კი, ოს და რუს მესაზღვრეებს თავი ვერ დააღწია. იხსენებდა, რომ დაკრძალვას დე-ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც უნდა დასწრებოდა. ამიტომ, გარდაცვლილი მეგობრის შვილებმა ავთანდილ ასანიძის ამბავი აცნობეს. თიბილოვმა როდესაც გაიგო, რომ ასანიძე დაპატიმრებული ჰყავდათ, მისი ბრძანებით, იზოლატორიდან გაიყვანეს და გასვენების ცერემონიალს დაასწრეს.

განსაკუთრებით საინტერესო ხბოს მოსაძებნად წასვლის ამბავი იყო.

,,როცა დამაკავეს და მკითხეს, ღამე რატომ გადავედი მათ ტერიტორიაზე, ვუთხარი, რომ ძროხისა და მოგებული ხბოს მოსაძებნად ვიყავი. ერთ-ერთი ბესლანელი ოსი პირადად წავიდა საქონლის მოსაძებნად. ეს იმიტომ გააკეთა, რომ დარწმუნებულიყო ჩემ ნათქვამში. ხბო და ძროხა, მართლაც, იპოვა. იმ ღამით ჩემ ახლობლებთან დარჩენის საშუალება მომცეს ზნაურის რაიონში. ნაპოვნი საქონელი კი, იქვე სოფელში ერთ-ერთ ოჯახში მიიყვანეს. იმ ოჯახის დიასახლისი ჩვენ სოფლელია. მეორე დღეს საქონელთან ერთად გამომიშვეს" - ამბობდა ავთანდილ ასანიძე.



ციური ხუროშვილი კი 2020 წელს გარდაიცვალა. ის სოფელ ხურვალეთში ცხოვრობდა. მისი ნაკვეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობდა. ნაკვეთში მუშაობის დროს, მეზობელი სოფლის მოსახლეობას ხშირად აწვდიდა მედიკამენტებს და საკვებს, რაც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ადამიანებს ჭირდებოდათ. როდესაც ციური ხუროშვილის შვილი დააკავეს, ჯარიმის თანხა ოსური სოფლის, ძუკანთკარის მოსახლეობამ შეაგროვა და გადაიხადა. ხოლო, ზედმეტი თანხა მის შვილს სახლში გაატანეს.

,,ტელეფონით მატყობინებენ ხოლმე, რომ აფთიაქში წამლები ჭირდებათ. ცელოფნის პარკში ჩადებენ რეცეპტს, ხანაც ფულს და ჩემ ბაღში აგდებენ. მეც ვყიდულობ წამლებს და ისევ ცელფონის პარკით ვისვრი იმათ ბაღში" - ამბობდა ჩვენთან საუბარში ციური ხუროშვილი.



ხვალ კი, დათა ვანიშვილს დაკრძალავენ, რომელმაც 12 წელია გაუძლო საოკუპაციო რეჟიმს და სახლი ცოლთან ერთად არ მიატოვა. მას სთხოვდნენ, რომ დაეტოვებინა სახლი, თუმცა დათა ვანიშვილი პასუხობდა, რომ ის მისი შრომით იყო აშენებული და არსად წასვლას აპირებდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის
სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა
კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო ქვემო ჭალაში 11 ჰა-მდე საძოვრის სტატუსის უკანონო შეცვლისა და გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც ინგა კურტანიძემ იყიდა და 139 ერთეულად დაანაწევრა.
14:40 / 13.08.2026
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა
ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე,
არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების
უმოქმედობაზე მიუთითა.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა ვიდეომიმართვაში აჩვენა მდინარე ტანას ხეობაში, დაცულ ტერიტორიაზე, არსებული საბურავების ნაგავსაყრელები და პასუხისმგებელი უწყებების უმოქმედობაზე მიუთითა.
13:57 / 13.08.2026
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი
ჩაატარა.
გორის მერიამ 12 აგვისტოს „ახალბაღში“ ახალგაზრდული ფესტივალი ჩაატარა.
12:25 / 13.08.2026
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში
ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ
შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო
ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი
ამოიღო.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა, მათ შორის 55 ნარკორეალიზაციაში ჩართული, ხოლო ნივთმტკიცებად ნარკოტიკები, თანხა და იარაღი ამოიღო.
11:40 / 13.08.2026
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად
შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა
გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში დამონტაჟებული ლიფტისკენ მისასვლელად შშმ პირებმა და სხვა ვიზიტორებმა ალაყაფის მაღალი კარის ბარიერი უნდა გადალახონ, სასახლის რეაბილიტაციაზე კი უკვე 2.4 მლნ ლარია დახარჯული.
11:12 / 13.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.