რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რას განიცდიდა მამაკაცი ბანკის ძარცვის მცდელობის დროს - მასალები სასამართლოდან
მამაკაცს, რომელიც 2018 წელს, ბანკის ძარცვის მცდელობაში იყო ბრალდებული, სააპელაციო სასამართლომ ყაჩაღობის მუხლი უფრო მსუბუქი, იძულების მუხლით შეუცვალა და 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება პროკურორმა ნანა ჯაყელმა გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა:

,,სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რადგან საქმის მასალებიდან ცალსახად ირკვევა ბრალად წარდგენილი ქმედებისაგან განსხვავებული შემადგენლობა, კერძოდ, მსჯავრდებული სისტემატურად თამაშობდა კაზინოში, რის გამოც დაუგროვდა ვალები, დაენგრა ოჯახი და დაკარგა სამსახური (მას საბანკო სფეროში საქმიანობის ათწლიანი გამოცდილება გააჩნდა). იგი ჩამოყალიბდა აზარტულ თამაშს დამოკიდებულ პირად, ჰქონდა მუდმივი ლტოლვა აზარტული თამაშისადმი, დაკარგა თვითკონტროლი და ვეღარ ახერხებდა თამაშისათვის თავის დანებებას. ამ ყველაფრის ფონზე განუვითარდა ლუდომანიისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური სიმპტომები - სინდისის ქენჯნა, უიმედობა და საკუთარი თავის დასჯისადმი მისწრაფება. ამიტომ მან გადაწყვიტა საკუთარი თავი დაესაჯა და მოაწყო "ბანკის ძარცვის" ინსცენირება.'' - აღნიშნულია სამოტივაციო ნაწილში.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მამაკაცი ბანკში შევიდა და სალარო ოთახიდან გამომსვლელ თანამშრომელს მიმართა სიტყვებით: "ძარცვაა, პატრული გამოიძახე!".

,,მას შემდეგ, რაც ბანკის თანამშრომელმა მსჯავრდებულს წაართვა მის ხელთ არსებული დანა, მიუთითა დამჯდარიყო ბანკის მოსაცდელ სივრცეში და პატრული მოვიდოდა, მსჯავრდებული დაემორჩილა მითითებას, დაჯდა და რამდენიმე წუთი მშვიდად დაელოდა სამართალდამცავების მოსვლას. სასამართლოს მიაჩნია, რომ  ქმედება არ შეიცავს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნებს, რადგან არ არის გამოხატული აშკარა და აქტიური თავდასხმა და მსჯავრდებულის განმარტება, რომ მისი ქმედების განზრახვა არ იყო ყაჩაღობა, არამედ გამომდინარეობდა საკუთარი თავის დასჯის სურვილიდან, სრულად არის გასათვალისწინებელი. მსჯავრდებულის ქმედებაში სხვისი საკუთრების ხელყოფის მიზანიც არ იკვეთება, მის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა პატრულის გამოძახების სურვილი და აღნიშნული განზრახვის სანდოობას ამყარებს მსჯავრდებულის ქმედება, რომელიც ბანკის თანამშრომლის მითითების შესაბამისად დაჯდა მოსაცდელ სივრცეში და რამდენიმე წუთი მშვიდად ელოდებოდა პატრულის მოსვლას.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ეს ფაქტი მოხდა 2018 წლის ზაფხულში, თბილისში. შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცი  დაახლოებით 18:54 საათზე მივიდა ფილიალში, გაეცნო იქ არსებულ ვითარებას, წყლის დისპანსერიდან დალია წყალი და დატოვა ტერიტორია.

დაახლოებით 19:12 საათზე იგი დაბრუნდა ბანკის ფილიალში. ამ დროს ბანკის ღია სივრცეში თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ, რადგან სალაროში მოლარე-ოპერატორს შეჰქონდა დღის განმავლობაში მიღებული ფულადი თანხა.

მამაკაცი მივიდა სალარო ოთახთან და დაელოდა შესაბამის მომენტს, როდესაც მოლარე-ოპერატორი გახსნიდა სალარო ოთახის კარს და გამოვიდოდა ბანკის ღია სივრცეში. პროკურორის თქმით, სალარო ოთახიდან მოლარე-ოპერატორის გამოსვლისას  ცივი იარაღის (დანის) გამოყენებით თავს დაესხა მას და შეეცადა სალარო ოთახში შესვლას. მოლარე-ოპერატორმა წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, მოაშორა სალაროს კარს და წაართვა დანა. მოლარე ოპერატორს დაუზიანდა ხელი.

შს სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 150-ე მუხლით (იძულებით) შეიცვალა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.