ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმისგან დაზარალებულები ტახტისძირში


ბესო ბერძნიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლის ნაკვეთი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა. მის ნაკვეთში, პირველად, 2019 წელს, გაავლეს ხნული. იგივე განმეორდა წელს. ბესო ბერძნიშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად, მისი ძმის, იური ბერძნიშვილის ოჯახიც დაზარალდა.


,,შარშან რომ გამოჩნდნენ, უკვე საშიში იყო მიწის დამუშავება. ეგ ისეთი ადგილია, მოსავალი მოდის. მართალია, ამინდზეა დამოკიდებული, მაგრამ ქერი, სიმინდი – მოგვყავდა. თუ ეს მოსავალი გაქვს, მერე უკვე შეგიძლია გაიჩინო ფრინველი და ა.შ. სოფელში ასე თუ ისე დადგები ფეხზე" - ამბობს ბესო ბერძნიშვილი.

მასსა და მის ძმას 11 ათასი კვადრატული მეტრის ოდენობის ფართობი აქვთ დარეგისტრირებული. ეს ფართობი ტახტისძირსა და გვირგვას შორის მდებარეობს. სოფელი გვირგვინა ზნაურის (ყორნისის) რაიონს ეკუთვნის.

,,პირველად რომ ხნული გაავლეს, ნაკვეთს თითქოს თავი მოაჭრესო, ეგეთი ფორმა მიიღო. 50 მეტრზე მიახლოებაც კი საშიში გახდა. მთავრობამ სხვა ნაკვეთი გვიქირავა და იქ მოვიყვანეთ მოსავალი. გვეგონა, რომ რუსები წელს აღარ გამოჩნდებოდნენ. სულ ერთი კვირის წინ, ტრაქტორი ავიყვანე მოსახნავად . ბოლომდე ვერ მოხნა, რადგან დაზიანდა ტრაქტორი. მერე კიდევ უნდა გამეგრძელებინა მოხვნა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, რუსი სამხედროებიც გამოჩნდნენ. მას შემდეგ აღარ ავსულვარ ნაკვეთში." - გვეუბნება ბესო ბერძნიშვილი.



ფოტოზე: საოკუპაციო ხაზი ,,გუგლმეპის'' მიხედვით, ყვითლად კი ბერძნიშვილების რეგისტრირებული ნაკვეთია


საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა ბესოს მეორე ნაკვეთიც, ოღონდ, სოფელ დვანში:

,,ანალოგიური მოხდა სოფელ დვანშიც. იქ პაპაჩემმა დამიტოვა ანდერძად ნაკვეთი. ეს მდებარეობს სოფელ მუგუთისკენ. როცა გაავლეს მავთულხლართები, ის ნაკვეთიც იქით მოყვა. ფაქტიურად, ამჟამად, ნაკვეთის გარეშე ვარ დარჩენილი. თუ წელსც დაგვეხმარება მთავრობა, კარგი იქნება."" - აცხადებს ბერძნიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, ბესო ბერიანიძეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, მიწის გადასახადის დავალიანების გამო,შეტყობინება გაუგზავნა.

,,როდესაც მეორე მიწის ნაკვეთს ვარეგისტრირებდი, მაშინ მითხრეს, რომ გადასახადი მქონიდა ბიუჯეტის წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ეს მიწის გადასახადი იმ ნაკვეთზე დამაკისრეს, რომელიც დვანში მქონდა და დღეს მეორე მხარეს მოექცა. ალბათ, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება მთავრობაში, რადგან ფაქტიურად მე მიწით ვერ ვსარგებლობ და გადასახადი მომივიდა."" - ამბობს ბესო ბერძნიშვილი.




ფოტოზე: ზაზა ბაციკაძე

სოფელში 5 წლის წინ დაბრუნდა ზაზა ბაციკაძე. მამა-პაპურ სახლს თბილისიდან დაუბრუნდა. წლების განმავლობაში ელიავას ბაზრობაზე მუშაობდა. სოფელში მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა, როცა თავისუფალი დრო ჰქონდა.

,,მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, თორემ მამაჩემი აქაა გაზრდილი და დაბადებული. მერე ჩამოვედით სოფელში. მხოლოდ ზამთარში ვბრუნდები თბილისში. დანარჩენი სულ აქ ვარ. ვუვლი საკარდმიდამო ნაკვეთებს და ძალიან მიყვარს აქაურობა," - გვეუბნება ზაზა ბაციკაძე და თან თავის ნაკვეთს გვათვალიერებინეს.

რაც შეეხება მეორე ნაკვეთს, ზაზა ბაციკაძის ბაღი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს:

,,ძალიან ძნელია, როცა მუშაობ ბაღში და ზემოდან დაგქცერიან სამხედროები, ხან დურბინდით, ხან ძაღლებით და რავიცი. რომ გითხრა, რომ შიში მაქვს, არ იქნება მართალი. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ შიში რა არის, არ ვიცი. უბრალოდ, არასასიამოვნოა ეს სიტუაცია."" - ამბობს ზაზა ბაციკაძე.





ფოტოზე: ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მოსახლეობას ხვდებიან


სოფელში ამჟამად მუდმივად პატრულირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშიას"" წევრები დღესაც იმყოფებოდნენ ტახტისძირში. დავით ქაცარავა, მიშა ბალიაშვილი და სხვები მოსახლეობას გაესაუბრნენ. ,,ძალა ერთობაშიას"" წევრი მიშა ბალიაშვილი გვეუბნება, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება ტახტისძირელებს:

,,უკვე მეოთხე დღეა აქ ვიმყოფებით და ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ტახტისძირელებს სჭირდებათ თანადგომა, გვერდში დგომა. ასევე, კარგი იქნება, თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ ტახტისძირში და დაუდგებიან გვერდით მოსახლეობას. დამიჯერეთ, თუ ასე მოხდა, იგივე განმეორდება, რაც ატოცში მოხდა. ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდიდნენ ოკუპანტები, როდესაც ხალხის სოლიდარობას ხედავდნენ და უკან იხევდნენ. ასეთი ერთსულოვნება და თანადგომა რომ ყოფილიყო ოდითგანვე, უფრო კარგად იქნებოდა ჩვენი ქვეყანა."" - აცხადებს მიშა ბალიაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 390 ახალი შემთხვევიდან:
11:15 / 14.05.2021
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით
სარგებლობას არ კრძალავს.
ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.
11:06 / 14.05.2021
აქციაში ჩართვა მარტივია: ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბანკის
ოპერატორი უფასოდ გადმოგცემთ ერთჯერად პრომოკუპონს
აქციაში ჩართვა მარტივია: ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ ბანკის ოპერატორი უფასოდ გადმოგცემთ ერთჯერად პრომოკუპონს
10:59 / 14.05.2021
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით
დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13 მაისის მდგომარეობით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებული 326 ადამიანი მკურნალობს.
13:27 / 13.05.2021
მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც
ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

მუნიციპალიტეტში 2 ანტირაბიული კაბინეტი მუშაობს, რომელიც ცხოველებისგან დაკბენილ ადამიანებს ემსახურება.

13:06 / 13.05.2021
ვიდეორეპორტაჟი
ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
,,ხევები გამოვარდა და ნაშალი ჩამოიტანა'' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა
,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.
კვლევაში ჩართული ექიმების განმარტებით, "ქირურგიული ნიღბებით სიმღერა ფილტრავს დიდ წვეთებს მთლიანად და აეროზოლებს ნაწილობრივ,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.