|
,,ხაშურში ამ წუთებშიც თოვს, თუმცა საფარის სიმაღლე 15
სანტიმეტრამდეა, რაც გადაადგილების პრობლემას არ ქმნის" - ამბობს
მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო
სუხიაშვილი.
პრესსამსახურის თქმით, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება და
მობილიზებულია სპეცტექნიკა.
ქარელის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ამბობს, რომ თოვლისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად რაიონულ ცენტრს სოფლები მოწყვეტილი არაა.
მისი თქმით, ქალაქის გზებს, ტექნიკური მარილით, გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. სოფლებამდე მისასვლელ გზებზე კი, მუნიციპალიტეტს ტექნიკური მარილი არ ჭირდება.
კასპის მუნიციპალუტეტში ამბობენ, რომ დიდთოვლობა არ არის, თუმცა არის ძლიერი ყინვა. შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე ტექნიკური მარილი აქაც გზების დეპარტამენტმა დაყარა.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ რაიონულ ცენტრს ყველა სოფელი უკავშირდება.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები