კალენდარი
ახალი ამბები
გიორგობა ოსებში - ზაქარია ჭიჭინაძის მიხედვით
გიორგობას ერთი კვირას უქმობენ ოსები, მაშინ ყველა საყდრებში სამღრთოები აქვთ. ამას გარდა ვისაც რძლის მოყვანა ან გათხოვება უნდათ, იმათ ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოიყვანონ ან გაათხოვონ.

ამიტომ მთელი კვირა განუწყვეტელი თოფის სროლა და გრიალია ყველგან, ასე რომ ევროპის ომი გეგონებათ.

კაცსა და ქალს გვირგვინი წმინდა გიორგმა გაუმწესაო
, ამიტომ, ვისაც ქალის მოყვანა ან გათხოვა უნდათ, ისინი გიორგობას უნდა მოიყვანონ და გაათხოვონ, რომ წმინდა გიორგიმ ხელი მოუმართოსო.

ცხენი და თაფლიც იმან გააჩინაო, ამიტომ ვისაც სკები აქვს, იმათ გიორგობას ეკლესიაში თაფლი უნდა წაიღონო, რომ უფრო გაუმრავლდეს სკები ღვთისა და წმინდა გიორგის მადლითა და წყალობითა.

როცა ოსეთში ვინმეს ქალის მოყვანა, ან გათხოვება უნდა, მაშინ ნიშნათ პირველი შერიგება და მოლაპარაკებაზე სიძემ ცოლის დედმამას ერთი ხარი და ძროხა უნდა აჩუქოს, თუთხმეტიოდე თუმანიც ფული ცოლისთვინ ტანისამოსის დასამზადებლათ.

როცა ქალის გათხოვების დრო მოახლოვდება, მაშინ ქალის დედ-მამა სიძეს ოჯახში ურადის, ამღებლებს გაგზავნის. მაშინ სიძემ უნდა მისცეს ცოლის დედ-მამას ხარები, ძროხები, ცხვრები, სპილენძეული, ქვაბი, ტაშტი, თუნგი, ხმალი, ხანჯალი, თოფი და სხვა. როცა ყველაფერს მოამზადებენ, მაშინ სიძე და მაყრები ფსათის (ფსათი ნადირთა ანგელოზია, ძველ დროებაში კი ნადირთა ღმერთათ სწამდათ ოსებს.) სიმღერით წავლენ ქალის მოსაყვანათ, მხოლოთ როცა წამოიყვანებენ რძალს, მაშინ თან უნდა მოიტანოს ქმრის ოჯახში სანოხე შალები, ბევრი წინდები, პაიჭები და სხვა და სხვა ტანისამოსი.

როცა, მეფე-დედოფალი ოჯახს მოუახლოვდება, მაშინ ერთ ახალგაზდა ყმაწვილს დააძინებენ ტახტზე და მეჯვარე მიულოცავს ოჯახს: თქვენ რძალს ისეთი შვილები ეყოლოს, როგორც აგერ ეს დაძინებული ყმაწვილი და აწ ღმერთმა ახალი შვიდობა და ბედნიერება მოავლინოს თქვენს ოჯახში. ჩვენი ფეხიც უფალმა კეთილი და შვიდობიანი ჰქნას თქვენთვინ, რომ ყველა ერი თქვენი რძლის ბედს შენატროდენ და დღევანდელს ჩვენს აქ ყოფნას.

როცა ასე მიულოცავს მეჯვარე, მაშინ იმ დაძინებულ ყმაწვილს აღვიძებენ და საჩუქრით ისტუმრებენ. მერმე რამდენიმე ყმაწვილი სახლის ბანზე ავა და იქ მღერიან: ფარნ-ფარნ ფარნ, ესე იგი, მშვიდობა მშვიდობა, მშვიდობა, თქვენ რძალს ეყოლოს ცხრა ვაჟი და ერთი ლურჯ თვალა გოგო. მერმე სახლის ერდოდგან ჩამოუშვებენ ჩანგლიან ჯოხს და მით ზეით გაუგზავნიან ხორცს. მაშინ ყვირიან და თან მღერიან; ხორცი გამოგიგზანიათ, ხაჭაპური არა და ხელახლათ ჩამოუშვებენ ჩანგლიან ჯოხს ერდოდგან და მით ხაჭაპურებსაც გაუგზავნიან. ამის შემდეგ სახლის ბანიდგან ძირს ჩამოვლენ. მეფე დედოფლი კი მეჯვარეს მარჯვენა ხელზე ჩაკიდული კერას გარეშემო სამჯერ მოუვლიან, მერმე მეფე დედოფალი მივლენ სახლის ანგელოსთან და მეტანიით თაყვანს სცემენ, მეჯვარე კი ხმალ ამოდებული დგას და საკიდელ ჯაჭვს ხმლით ურტყავს.

ამის შემდეგ ყველა თავ თავის რიგზე დასხდება და არა დროს ხალხი არ დაუთმობს რომ უმცროსი უფროსის ზეით დაჯდეს, რადგანაც ეს უფროსის აბუჩათ აგდება იქნება. მთიულები კი უფროსის დიდი პატივისმცემელნიც არიან. როცა მთელი ხალხი ქორწილში დასხდება, მაშინ ხევის ბერები ილოცავენ ჩვეულობისამებრ. მერმე ახალგაზდები შემოიყვანენ ერთ ღორს ან სხვა რამეს. მიმყვან კაცს კი ხელში უჭირავს გძელი ჩიბუხი. გძელი ბანლიანი ცხვრის ქურქი უნდა ჩაიცვას პირსახეზე, მურს წაისვამს, ხელში უჭერია ქაღალდი და ხალხს რაღაც უცნაური ენით ელაპარაკება.

მაშინ მოიყვანებენ მთარგმნელს და ჰკითხავენ: თუ რა უნდა იმ უცხო კაცს? იგი იტყვის! მთაზე გამოვიარე, საშინელი ავდარი შეიქნა და საქონელი დამეხოცა, მხოლოთ ცოტა გადავარჩინე და ვთხოვ რომ რამოდენიმე სული საქონელი შემინახოთ სამადლოთო. მაშინ რამდენი სული საქონელის შენახვაზე მორიგდებიან, ხალხთან იმდენი ჯიხვს და ყანწ სასმელს ასმევენ მაყრებს და სტუმრებს. ახალგაზდები კი ტაშს უკრავენ და სპარსეთის შახსეი ვახსეის ხმაზე მღერიან!

მერმე რომელიმე ქალს ვაჟ-კაცურად ჩააცმევენ და სხვა ქალთან ერთად უნდა ლეკურათ იცეკვონ. ამ ვაჟ-კაცურათ ჩაცმული ქალს მეფეს უძახიან, მხოლოთ მის ამხანაგს, რომელიც ქალის ფორმაშია, იმას დედოფალს. ორივე ამორჩეული მოცეკვარნი უნდა იყვნენ, რომ ხალხმა და სტუმრებმა საჩუქრით დაჯილდოონ.

როცა ამ მოცეკვართ გაისტუმრებენ, მაშინ სიძეს ხელ-შეკრულს შემოიყვანებენ და ბოძზე მიაკრავენ. თან ყვირიან, ტუსაღი მოვიყვანეთო და კედელს ჯოხით ურტყამენ. მერე სიძის დედა ძღვენს მოუტანს სტუმრებს და მაშინ, სიძესაც გაათავისუფლებენ და მერე ხალხი ხელ-ჩართული კერას და სახლის დედა ბოძის გარეშემო ჩეფენას სიმღერით და ცეკვით ერთი საათი უვლიან და ამითი ქორწილიც თავდება; მხოლოთ მეორე დღეს დილაზე ადრე მეფე-დედოფალი და მეჯვარე ეკლესიაში მიდიან თაყვანის საცემლათ. ამას გარდა დედოფალი, ბავშვების გარდა არა ვის დაელაპარაკება და არც სახეს უჩვენებს ვინმეს. პირ სახეზე ჩადრი აქვს ჩამოფარებული. 


ზაქარია ჭიჭინაძე - წიგნიდან ოსეთის ისტორია, 1913 წელი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურაში ჩასახლებულ დევნილებს
12:20 / 23.10.2021
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
12:09 / 23.10.2021
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან
წლებში,
მაგალითად, სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, რომ XVIII საუკუნის 90-იან წლებში,
23:29 / 22.10.2021
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე
შენობაში, რომ
,,ჩვენთან სკოლის ერთ მხარეს მზე ურტყავს, ისე ცხელოდა ამ დრომდე შენობაში, რომ
18:03 / 22.10.2021
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან:
13:00 / 22.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
1990 წლამდე მათი ცხოვრება ერთი შეხედვით ბედნიერად გრძელდებოდა, ჰქონდათ სამუშაო
აღმოჩნდა სამარხის ნაშთი, რაზეც ნაწილობრივ გაწმენდილი თიხის ჭურჭლის სპეციფიური,
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.