რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
20 წლის შაქროს წერილები ფრონტიდან
ატოცელი შაქრო გოგიჩაშვილი, 19 წლის იყო, ომში რომ წავიდა. ოჯახში ექვსი დედმამიშვილი იყვნენ. შაქრო და მისი ძმა ვანო ფრონტზე იბრძოდნენ. ვანო ქერჩში დაიღუპა და მისგან წერილი არ მიუღია ოჯახს. შაქროც უგზო უკვლოდ დაიკარგა. მისგან წერილი ბოლოს 1943 წელს მოვიდა ოჯახში

,,სალამი დედაჩემს, მარიას, ნიკოს, მომიკითხეთ ყველა ნათესავები და მეზობლები. განსაკუთრებით ნიკო და ანიჭკა, გიჟი პეტრე, ჩუტკერაშვილი და ფუფანა. გიორგი. შერთულში ანიჭკა და პატარა მერი. მომწერეთ ვანოს, შაქროს, რეზოს, გერისოს ამბავი. წითელ არმიაში წასულთა ამბავიც. მომწერე ვენახის და საერთოდ მოსავლის ამბავი. მე კი ჯერ ...... (ადგილმდებარეობა უწერია და ცენზურის გადაშლილია - რედ) ვარ, ცხელა საშინლათ ღამით კი ცივა. მალარიამ დაგვხოცა, მაგრამ ჯერ კიდევ კარგათა ვარ. მთელი ქვეყნის ავათმყოფობა რომ დამეხვეს, ვერაფერს მიზამს. ერთი სიტყვით, მანდედან წერილი ხშირათ მომწერეთ. მე იმდენი არა მცალიან ხოლმე და დაღლილი ვარ. მაინც 3-მ დღეში ერთ წერილს ვაგზავნი ხოლმე თქვენგან კი სულ ორი წერილი მივიღე. ქაღალდიც არა მაქვს იქნება ანიჭკასაც უშველოთ ხოლმე წერილიც მივიღე იმისგან. ეხლა თქვენ იცით მშვიდობით.''

1942 წ. 27/VIII შაქრო გოგიჩაშვილი




,,სალამი დედაჩემს, ნინა დავიდოვნას, მარიას, ნიკოს, მომიკითხეთ ვასო თამარა, მერი, კარლო, პატარა ნათო, ანიჭკა, პატარა მერი ბეგიაანი, მაისურაანი, ვასოაანი, ნიკო ანიჭკა ნოზაძეები: გიორგი, ეფემია, თინა, ყველა მეზობლები და ნათესავები. მე ისევ იქა ვარ, საიდანაც უკანასკნელათ გწერავდით, ისე არა მიჭირს რა, მხოლოთ მალარია მაქვს. მე ბევრი წერილები გამოვგზავნე, თქვენგან კი ვერ მივიღე წერილი. მომწერეთ მოსავალი რამდენი მოგივიდათ. პური, სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, ღვინო და სხვა. ჩემს წინანდელ წერილებში გთხოვდით პპასილკათ გამოგზავნეთ მეთქი სამართებელი, ჯიბის სარკე, ჯიბის დანა, წინდები, ფერჩატკები, ჩურჩხელები, ჩირი ვაშლის ან ტყლაპი. ერთი წერილი ანიჭკასაც გავუგზავნე, იქნებ ეხლა მაინც გამოგზავნო. მშვიდობით.''

შაქრო გიორგის ზე გოგიჩაშვილი- 1942 წ. 6/XII



,,სალამი: ტკბილი რძით გამზრდელ ბებერ დედაჩემს, მარიას ნიკოს ვასოს, თამარას, მერის. ნოზაძეებს: გიორგის ეფემიას თინას. ბეგიაანთ მაისურაანთ იყავით კარგათ და ჯანმრთელად ხანგრძლივ ცოცხლები .მომიკითხეთ უბედური მამაჩემი და შემდეგ ფეფოც. ჩვენი მომავალი უცნობი პატარა ვილგეიც. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, მეც კარგათა ვარ ცოცხალი ვარ, მხოლოთ, მალარია მაქვს აქ ყინვებია. მომიკითხეთ ვასოაანთ ნიკო და ანიჭკაც. მე წერილებს ხშირათ ვგაზვნი მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი და ფანქარი არა მაქვს, დაღლილი ვარ და უძილობით მუხუდოს მარცვლის სისხო გამიხდა თვალები. მომწერეთ ვანოს, შაქროს, გერისოს შესახებ. მოსავლის შესახებ რამდენი მოგივიდათ პური სიმინდი კარტოფილი ლობიო ღვინო და სხვა. თქვენ წერილებს იშვიათად ვიღებ ხოლმე.

პასილკას გწერთ: სამართებელს ჯიბის, დანას ჯიბის, სარკეს წინდებს ხელთათმანებს ტელეგრეიკას, თამბაქოს პაპიროსის ქაღალდს, პეშავოი სუმკას ერთ თეთრ მჭადს გულიან ქადას, ერთ კარგ პურს, ჩურჩხელებს, ატმის ჩირს, მსხლის ჩირს.''

მშვიდობით თქვენი შაქრო გოგიჩაიშვილი.
1943 წ. 6/I


XX
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.