რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ზნაურის რაიონის ,,სპარტაკიადაზე'' წარმატებას მიაღწიეს ლევან მოდებაძემ, დენის კაპანაძემ და გიორგი ხარაულმა
ყოველწლიურ ,,სპარტაკიადაზე', რომელიც ზნაურის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს შორის, იმართება, წარმატება ქართველმა მოსწავლეებმაც მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. მძლეოსნობაში საუკეთესო შედეგი ლევან მოდებაძემ აჩვენა, ხოლო პრიზები დაიმსახურეს გიორგი ხარაულმა და დენის კაპანაძემ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ზნაურის (ყორნისის) რაონის ადმინისტრაციის ცნობით, სპარტაკიადაზე მონაწილეობას 9-დან 14 წლამდე ასაკის 40-მდე მოსწავლე იღებდა. ძირითადად, ზნაურის, მუგუთის, ბეკმარისა და თერეგვანის სკოლიდან.

მოსწავლეები ერთმანეთს რბოლაში, ბირთვის კვრაში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.

ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს დენის კაპანაძემ, ლევანი მოდებაძემ და რომან კაბულოვმა. გოგონებში - მილენა ძაგოევამ, ალისა ჯიოევამ და ემა კაბულოვამ.

ჭადრაკში - პირველი ადგილი დაიკავა ჰენრიხ გაბარაევმა, მეორე - მარატ ჯიოევმა, ხოლო მესამე - ინალ იკოევმა.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში პრიზები მიიღეს - რობერტ გათიკოევმა, ლევანი მოდებაძემ, გიორგი ხარაულმა, დიმიტრი კოჩიევმა, დავით გაგლოევმა, სპარტაკ ფუხაევმა.

,,სპარტაკიადა'' - ეს არის მასობრივი შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ძველ რომში მონათა აჯანყების ბელადის - სპარტაკის (I ს. ძვ. წელთაღრ.) სახელის მიხედვით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის
ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და
სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის
წარმოება შეწყდა.
შიდა ქართლში მოზარდების მიერ ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მოზარდის დედა და სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ვიდეოს გადამღების მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
14:42 / 02.11.2026
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ
კერძო სახლში დაჰყავთ.
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ კერძო სახლში დაჰყავთ.
11:10 / 02.11.2026
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური
სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრეს.
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
19:05 / 01.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.