რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
გორში დასაქმების ფორუმზე 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარადგენს
დღეს, გორში, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (სტალინის ქ. #16) დასაქმების ფორუმი იმართება.

დასაქმების ფორუმი ტარდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში.

ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამოუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ გასაუბრება და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეეძლიათ, 14 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირებულიყვნენ წინასწარი კონსულტაციისთვის, რაც ითვალისწინებს ფორუმამდე შემდეგი სერვისების მიღებას: CV-ს შედგენა, გასაუბრების ტექნიკის სწავლება, კონსულტირება.

ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას,
რომ
ნეტგაზეთმა მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ
22:14 / 26.03.2026
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში,
მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში,
12:13 / 26.03.2026
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა
დაკარგა და გზის სავალი
წინასწარი ინფორმაციით, კვარხითის გადასახვევთან მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი
22:10 / 25.03.2026
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა
აჩვენა,
2026 წლის 9 მარტს აღებული 7 სინჯიდან ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა,
12:08 / 25.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.