რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
კომენდანტის საათი 23 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს
კომენდანტის საათი 23 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამ დრომდე, შეზღუდვები 05 საათამდე ვრცელდებოდა. მიზეზად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერა დასახელდა.

კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან დაწესდა. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

17 მაისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და 7 იანვრის შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების, ისე ბიზნეს სექტორის მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

დაკვეთა კომპანია ,,ჰი თი ჰოლდინგს'' უკვე მისცეს.

17:56 / 08.12.2023
მათი თქმით, უცნობია, იმ განცხადების შინაარსი, რომელიც
მათი თქმით, უცნობია, იმ განცხადების შინაარსი, რომელიც
15:55 / 08.12.2023
დღეიდან, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
დღეიდან, გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
13:52 / 08.12.2023
მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად
მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად
12:47 / 08.12.2023
ახალი კორპუსის მშენებლებმა საკანალიზაციო მილი ქალაქის
ახალი კორპუსის მშენებლებმა საკანალიზაციო მილი ქალაქის
10:43 / 08.12.2023
ვიდეორეპორტაჟი
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა:
გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.