რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორელი მწერალი ზაურ წაქაძე გარდაიცვალა
84-წლის ასაკში გარდაიცვალა, მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი ზაურ წაქაძე, რომელოც ბოლო წლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ცხოვრობდა.

ის წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, შიდა ქართლში გაატარა.

"სვირი, ბრეგოულა, აჯამეთის ტყე, ნიყვი, ყვირილა, ქუთაისი, რიონი, თენებოურის დიდებული მწვერვალი, საიდანაც კოლხეთის დაბლობი მთლიანად ჩანს _ ეს ჩემი დაბადების ადგილია. არასოდეს მინდოდა წამოვსულიყავი იქიდან. შემდეგ? შემდეგ შექმნილი გარემოების მიზეზით, ქართლში დავრჩი. უკანასკნელი ათი წელია, ფხვენისში ვცხოვრობ. სოფელი ჩემი სიზმრების სამყაროა, რომელსაც სიკვდილამდე არ მოვშორდები." - ასე უთხრა ,,გორის მაცნეს'' ჟურნალისტს ზაურ წაქაძემ 2014 წელს.

ეს ის გაზეთია, რომელსაც მანამდე ,,გორის მოამბე'' ერქვა.

იყო სცენის მუშაც, პედაგოგიც, გაზეთ ,,გამარჯვების'' ლიტერატურული მუშაკიც, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგეც... მერე ,,პარტიულ ცხოვრებაში' ჩაბმაც მოუხდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1994 წელს, გაზეთი ,,გორის მოამბე'' დაარსა.

"გაზეთის დაარსების იდეა 1994 წელს გაჩნდა. მახსოვს, წკრიალაშვილმა და ხაჩიურმა (ზურაბ წკრიალაშვილი _ გორის იმჟამინდელი გამგებელი; თემურ ხაჩიური _ იმჟამად, გამგებლის მოადგილე) მითხრეს, ჩვენთან ურთიერთობის დამყარებას არცერთი გაზეთი აპირებს, რატომღაც მონსტრებად მივაჩნივართ და გვინდა, ჩვენი გაზეთი გვქონდესო. იმ პერიოდში, უკვე არსებობდა გაზეთი "გორი," ამიტომ, სხვა გამოცემის გამოსვლა, ახალი სიტყვის თქმა ნამდვილად ადვილი არ იქნებოდა, შეეხება გაზეთის სახელწოდებას, რამდენიმე ვერსია გვქონდა შეთავაზებული, თვითონ კი, "გორის მოამბე" ისურვეს. მართალია, გაზეთს, სახელწოდებასთან ერთად, მითითებული ჰქონდა, რომ გამგეობის დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ რაც გვინდოდა, მაინც იმას ვბეჭდავდით და უკან არაფერზე ვიხევდით. განა ვინმეს ვაკრიტიკებდით მასალებში, უბრალოდ, თავიდან ბოლომდე, ქალაქის რეალური ცხოვრება იყო ასახული. ვაშუქებდით ყველაფერს, გამგეობის სხდომებიდან დაწყებული, აუქციონებით დამთავრებული. ხალხიც, ასე თუ ისე, კითხულობდა." - ამბობდა ზაურ წაქაძე ,,გორის მაცნესთვის'' მიცემულ ინტერვიუში.

ასე, კითხვა-კითხვასა და ნდობის მოპოვების ძიებაში, გაზეთის გვერდების რაოდენობა ექვსიდან თორმეტამდე ასულა. `გორის მოამბეს~ გამოცემაზე, ექვსი თანამშრომელი მუშაობდა. ნაკლებადმორჩილ რედაქტორს, გაზეთში საქმიანობამ, საკმაოდ, ბევრი მტერი გაუჩინა. რასაც, ოპოზიციური მედიასაშუალებების მხრიდან, სასამართლოში ჩივილიც კი მოჰყვა, იმ მოტივით, რომ წაქაძე, მათ, საჯაროდ აკრიტიკებდა. ასე, დავასა და კონკურენციაში, 11 წელი გავიდა და გამოცემის ხელმძღვანელი, უკვე, ხელისუფლებასაც აღარ მოუვიდა თვალში...

2006-2007 წლებში ურთიერთობა დაეძაბა ადგილობრივ ხელისუფლებასთან:

,,ჩემი რედაქტორობით გამოცემულ ბოლო ნომერში, პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი დაიბეჭდა. გაზეთი, მაშინდელი ხელისუფლების დამქაშებმა, გავრცელებამდე დამიწვეს. მომდევნო 4 თვის განმავლობაში, "გორის მოამბე" აღარ გამოსულა.'' - იხსენებდა ზაურ წაქაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.