რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
საირმეში გამართულ ფესტივალზე შიდა ქართლიდან სამი გუნდი მონაწილეობდა


საირმეში გაიმართა მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი "საირმე 2021".  მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების მუსიკალურმა სტუდიებმა და ქორეოგრაფიულ-ფოლკლორულმა ანსამბლებმა.

შიდა ქართლიდან წარდგენილი იყო გორის სტუდია „ფანტაზია“;  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქველი“ და ხაშურის ფოლკლორული ანსამბლი „ქართლი.“

როგორც ორგანიზატორმა მაკა ტრაპაიძემ Qartli.ge-ს განუცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით მაინც მოახერხეს ფესტივალის ჩატარება.

„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე თითოეულმა კოლექტივმა ბრწყინვალედ წარადგინა თავისი მასტერ კლასი. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ წარმომადგენლები და მათ შესანიშნავად აჩვენეს თავიანთი ნამუშევრები. ჩვენი ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისა სტატუსის მქონეა. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მასში სხვა ეროვნების ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. დღეს ჩვენი ღონისძიება დაამშვენა თბილისის სომხურმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჯეირანმა“. - აღნიშნა მაკა ტრაპაიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა კუთხის წარმომადგენელს იმისათვის, რომ პანდემიისა და შეზღუდვების მიუხედავად მოახერხეს ფესტივალში მონაწილეობის მიღება.

„ ჩვენს ანამბლში არიან აგარა, ხაშური, ქვიშხეთის წარმომადგენლები. მათგან შევკრიბე „ქართლი“-ს გუნდი და ძირითადად ვმუშაობთ ხალხურ სიმღერებზე. ჩვენი ნამუშევრებით ვდგავართ ერის საჭიროებების სადარაჯოზე. კმაყოფილი ვარ ამ ფესტივალის, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს. მე ვმუშაობ იმ ბავშვებთან, ვისაც სურს ხალხური სიმღერების შესწავლა. ხაშურში არის გალობა-სიმღერის სკოლა სადაც მე-11-ე, მე-12-ე კლასის მოსწავლეებს მათი დაინტერესების შემთხვევაში ვაძლევთ შანსს, ჩააბარონ საპატრიარქოსთან არსებულ გალობა-სიმღერის ინსტიტუტში და, აგრეთვე, თეატრალური უნივერსიტეტის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე.“ - ამბობს გუნდი „ქართლი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი შუბითიძე.

გორელი ქორეოგრაფის, გიორგი ქველიძის გუნდი რამოდენიმე ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. წარმატებულმა გამოსვლამ პატარა მოცეკვავეებს შანსი მისცა ქალაქ ბაქოში გამართულ ფესტივალზე ნახევარ დაფინანსებით მიიღონ მონაწილეობა.

„ ჩვენი სტუდია დაარსებიდან უკვე 10 წელს ითვლის. სამომავლოდ საიუბილეო კონცერტის ჩატარებასაც ვგეგმავთ. ჩვენი ანსამბლის წევრები არიან გორელი ბავშვები და აგრეთვე აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ოჯახების შვილები. ჩენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ქალაქი და ქვეყნის ის კუთხე-კუნჭულები ვასახელოთ საიდანაც ეს ბავშვები არიან იძულებით გადმოსახლებულები. ჩვენი მთავარი მიზანია ამ ბავშვების წარმატება და მათთვის სიხარულის მინიჭება“_ აღნიშნა გიორგი ქველიძემ.

ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე საესტრადო სტუდია „ფანტაზიის“ ხელმძღვანელი ნანა პავლიაშვილი ამბობს, რომ მათთვის სასიხარულო იყო ფესტივალში მონაწილეობა, რადგან პანდემიამ სტუდიის მოსწავლეები თითქმის ერთი წლის მანძილზე მოწყვიტა სცენას, რაც მათ მუსიკალურ განვითარებას აფერხებდა.

„ ძალიან დიდხანს ველოდით ამ ფესტივალს, ვინაიდან კორონას გამო, გაჩერებული იყო ყველანაირი ღონისძიება და ძალიან გაგვიხარდა, რომ დაგვპატიჟეს. არ შეიძლება არ ავღნიშნო და მადლობა არ გადავუხადო გორის კულტურის განყოფილებას, რომელმაც საშუალება მოგვცა წავსულიყავით ამ ფესტივალზე. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ანსამბლს - ეს არის შ.პ.ს. „კულა“ და რუსეთში მოღვაწე ქართველი ქალბატონი ნანა ვაშაკიძე, რომელიც ძალიან ხშირად გვეხმარება და გვაძლევს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფესტივალში. როგორც ვიცით ფესტივალი უკვე შვიდი წელია რაც არსებობს. ჩვენ მეორე წელია, რაც მონაწილეობას ვიღებთ და ვფიქრობ, რომ სტუდიის მოწაფეები ძალიან კარგად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.“ _ ამბობს ნანა პავლიაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.