კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 29 ივნისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 154, იმერეთში - 318. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში - 298, აჭარაში - 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 12.

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 232- აჭარაში.

5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 334, პირი, აჭარაში - 572, იმერეთში - 1 123.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, წინასაარჩევნო
კამპანიის
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის
11:34 / 18.09.2021
კორპუსი გამორჩეულია დახვეწილი დიზაინით- პროექტი თანამედროვე
არქიტექტურისა
კორპუსი გამორჩეულია დახვეწილი დიზაინით- პროექტი თანამედროვე არქიტექტურისა
11:16 / 18.09.2021
ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, სოციალური ქსელის იდუმალმა
მომხმარებელმა სისხლი გაუშრო ჩინოვნიკებს,
ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, სოციალური ქსელის იდუმალმა მომხმარებელმა სისხლი გაუშრო ჩინოვნიკებს,
13:49 / 17.09.2021
ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი.
იმედს ვიტოვებ,

ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ,

12:05 / 17.09.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
ვასიკო ძაცოევი და მისი ოჯახი ახალგორის რაიონის სოფელ გარუბანიდანაა.
,,ცოტახანი ვიყავი და ისევ ჩამოვედი, მშობლებს პატრონი უნდოდათ და მაგიტომ ჩამოვედი.
ვარჯიშს დილის 7 საათზე იწყებენ. ქვახვრელიდან უფლისციხემდე დისტანციას
გასული თვის პოპულარული სიახლეები
დაბრუნება ტანას ხეობაში
წელიწადზე მეტია, რობიზონი და ნანა ტანას ხეობაში, სოფელ ქვემო ორმოცში მუდმივად ცხოვრობენ.
სოფელი ტუსრები – ,,ხალხი გვენატრება''
,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.