რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მგზავრობა ლურჯი ავტობუსით (ფოტოამბავი)
,,სახელფასო ბარათი მაქვს და
ხელფასი სულ გამოვიტანე. მიუხედავად ამისა, მაინც დავდივარ ამ
ბარათით. მერე რომ დამერიცხება ხელფასი, იმ თანხას ჩამოაჭრის. ასე
ჩამომაჭრა 7 ლარი და ასე დავდივარ ნისიად“ - უხსნის ავტობუსში მჯდარი
ერთი მოქალაქე მეორეს, რომელმაც იკითხა, თუ როგორც უნდა იმგზავროს
ბილეთით.
2021 წლის 20 მაისიდან გორის ლურჯი ავტობუსები ფასიანი გახდა. მანამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში, მოქალაქეებს მგზავრობა უფასოდ შეეძლოთ. ერთი გზა ახლა 50 თეთრი ღირს, ამაში გადაჯდომის ფასიც შედის.
გორის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მგზავრთა 1/3 იხდის გადასახადს. დანარჩენები კვლავაც უფასოდ მგზავრობენ. მისი თქმით, კონტროლიორები ჯერ კიდევ ნაკლებად აკონტროლებენ მგზავრებს, რადგან სააგენტოს თვითმიზანი ხალხის დაჯარიმება არაა. სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც მგზავრობა ფასიანი გახდა, მგზავრთა ნაკადი შემცირდა:
,,არ ვიცი, ეს რას დავუკავშირო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მგზავრთა რაოდენობა განახევრდა. იმ პერიოდში ალბათ ნახევარზე მეტი ადამიანი სეირნობდა“ - ხუმრობენ სააგენტოში.
სოციალურ ქსელში მგზავრებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ერთი საათის შუალედში სხვა ავტობუსში გადაჯდომის დროს, მგზავრებს თანხა ორჯერ ჩამოეჭრათ. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს.
,,გორის სატრანსპორტო ბარათებისთვის, თიბისი ბანკის ბარათებისთვის და ასევე საერთაშორისო საბანკო VISA / Master Card ბარათებისთვის მოქმედებს ერთსაათიანი დროითი შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის შემდეგ, ყველა მომდევნო მგზავრობა არის უფასო დროის ამ შუალედში.“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარაა სავალდებულო, დახურულ სივრცეში სავალდებულოა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მაინც პირბადის გარეშე მგზავრობს. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ აცრის შემდეგ პირბადე აღარ სჭირდება.
ტრანსპორტის სააგენტო აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ აუცილებლად ატარონ პირბადე, თუმცა, ჩვენი მგზავრობის დროს, მგზავრებისთვის ეს არავისთვის მოუთხოვია.
„გარეთ ძალიან ცხელა და ხალხით გადაჭედილ ავტობუსში პირბადით მგზავრობა შეუძლებელია“,-ამბობენ მგზავრები.
ტრანსპორტი დილის 7 საათიდან 11 საათამდე მოძრაობს. მოქალაქეები მიიჩნევე, რომ ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი მათთვის მოუხერხებელია და მოსაცდელებზე დგომა დიდხანს უწევთ.
„ მომწონს ახალი ავტობუსები, მაგრამ ახლა უფრო იშვიათად დადიან. ძველი მარშუტკები უფრო ხშირად დადიოდნენ“,- წუხს 12 წლის გური.
,, მარშუტები იქნებ გამოაქვეყნონ, რომ ვიცოდეთ დაახლოებით რა პერიოდში მოძრაობენ კონკრეტული ნომრები“ - ამბობს ქეთი ეცადაშვილი.
სააგენტომ ავტობუსების მძღოლებს დაავალა, რომ ავტობუსმა იმოძრაოს ღია ფანჯრებით, რათა სივრცე განიავდეს, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი თვითნებურად კეტავს ფანჯარას და ხშირად მძღოლებს საყვედურობს.
„ ნება დაგვრთეს, რომ კონდინციონერებიც ჩავრთოთ, თუმცა ყველა არ რთავს. არ ვიცი რატომ არ რთავენ სხვების მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ისე მიხარია, რომ მოსახლეობა ახალ ავტობუსებს უფრთხილდება და არაფერს აზიანებს. ხომ ხედავთ, რომ ჯერ არაფერი გაფუჭებულა?“,- გვეუბნება ნომერი 3 ავტობუსის მძღოლი.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ ახალ ავტობუსებში უსაფრთხოების ზომები ზედმიწევნით დაცულია.

ამავე კატეგორიაში
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი.
ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს
წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები,
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები