რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
მედიაჩეკერი აქვეყნებს ჟურნალისტების სიას, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ
რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა 40-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს. მედიაჩეკერი დაზარალებულ ჟურნალისტების სიას აქვეყნებს.

1. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თორნიკე მანდარია

2. "რადიო თავისუფლების" რეპორტიორი დათო ქორიძე

3. "რუსთავი 2-ის" ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი

4. "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

5. ​On.ge-ს ჟურნალსიტი თამთა კახაბერიძე

6. "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა

7. "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი

8. "მთავარი
არხის" ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე

9. "მთავარი
არხის"ჟურნალისტი ნინო გაზდელიანი

10. "მთავარი
არხის" ჟურნალისტი დათუნა ახალაძე

11. "მთავარი
არხის" ჟურნალისტი ანრი ჯოხარიძე

12. "მთავარი
არხის" ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

13. "მთავარი
არხის" ჟურნალისტი თორნიკე ბარნაბიშვილი

14. "ფორმულას" ჟურნალისტი გუგა დვალიშვილი

15. "ტაბულას" ჟურნალისტი მაკო ჯაბუა

16. "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი ლუკა პერტაია

17. ​პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი

​18. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო
სუსარეიშვილი

19. "პალიტრანიუსის" ოპერატორი რომა ტარუღიშვილი

20. "გურიანიუსის" ჟურნალისტი მერაბ ცაავა

21. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი მარიამ ქუმსიშვილი

22. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე

23. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი გიორგი პერტია

24. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა

25. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი ზურა მანაგაძე

26. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი ბექა ათაბეგაშვილი

27. "რუსთავი
2-ის" ჟურნალისტი ​​ნიკოლოზ ურუშაძე

28. "ტვ პირველის" ჟურნალისტი გუგა მაისურაძე

29. "ფორმულას" ჟურნლისტი ლუკა ხაჩიძე

30. "ფორმულას" ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი

31. "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი

32. "იმედის" ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი

33. "იმედის" ოპერატორი შოთა კირვალიშვილი

34. "ფორმულას" ოპერატორი გიორგი გაბუნია

35. "ფორმულას" ოპერატორი ლექსო ხომასურიძე

36. "ტვ პირველის" ოპერატორი ლევან ბრეგვაძე

37. "ფორმულას" ფოტოგრაფი ვახო ქარელი

38. "ფორმულას" ოპერატორი ზაზა კაპანაძე

39. "ფორმულას" ოპერატორი გიორგი მაისაშვილი

40. "ფორმულას" ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი

41. "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული

42. "ნიუპოსტის" ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე

43. CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე

44. "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნათია ქოქოსიძე

45. "მთავარი არხის" თაკო ლეკვეიშვილი

46. "მთავარი არხის" ოპერატორი ვაჟიკო ჩხაიძე

47. "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია

48. "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან კალანდია


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.

“დღეს დილიდან, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ჯგუფებმა დაიწყეს შეკრება და საპროტესტო აქციები. შეკრების პარალელურად დედაქალაქში უსაფრთხოების ზომებიდან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და განსაკუთრებულ რეჟიმით მუშაობენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს.

,,მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები "ღირსების მარშის" მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას. პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან "რევანშისტული და რადიკალური" პოლიტიკური ძალები დგანან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურება და ძალადობრივ ჯგუფებს მიმართა: "გვინდა, შევახსენოთ ე.წ. "მარშის" გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწავლებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს. ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა. სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას," - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი კი - ხაშურიდან.
20:26 / 12.12.2024
თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან
28 ათასი ლარი

თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი

17:50 / 12.12.2024
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო
პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში

16:47 / 12.12.2024
"გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის'' დასკვნა
14:56 / 12.12.2024
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.