რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს მაღალი თანამდებობის 7-მა პირმა დატოვა „ქართული ოცნება“
ხაშურის საკრებულოს 7-მა მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა „ქართული ოცნება“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შეუერთდა

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ქართული ოცნება, ოცნების ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის“ - განაცხადეს დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაშურის საკრებულოს დეპუტატებმა.

პარტია ქართული ოცნების დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის“ გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს:

1. ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ვაჟა ხარშილაძემ,

2. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ირინე გელაშვილმა,

3. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილმა,

4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე - ზვიად ტეფნაძემ,

5. სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე - ანა ხარებავამ,

6. ფრაქცია ქართული ოცნება -მრეწველების თავმჯდომარე - ჯონდო კაპანაძემ 

7. ფრაქცია ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის მოადგილე - ემზარ მურჯიკნელმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები
იტაცებენ.
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები იტაცებენ.
13:06 / 07.07.2026
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
— ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას
ითხოვს
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა — ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
11:18 / 07.07.2026
წვიმის შემდეგ წყალი დაგუბდა კავთისხევი - კასპის
დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მიქელწყაროს ტერიტორიაზე.
წვიმის შემდეგ წყალი დაგუბდა კავთისხევი - კასპის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მიქელწყაროს ტერიტორიაზე.
09:27 / 07.07.2026
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე
დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
22:36 / 06.07.2026
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები
დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.
17:28 / 06.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.