რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
100 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ დააარსა სამხრეთ ოსეთის საოლქო რაიონი
1921 წლის 20 ივლისს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის საოლქო რაიონი დაარსა, რომლის საზღვრების დადგენის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა.

კომისია მუშაობას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დადგენილების საფუძველზე, შეუდგა. მის შემადგენლობაში საოლქო რაიონის მომიჯნავე მაზრების რევკომების წარმომადგენლები შედიოდნენ.

20 ივლისის დადგენილება ინახება გორის არქივში, რომელიც არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა შეისწავლა. ამ დადგენილების მიხედვით, სამხრეთ-ოსეთის საოლქო რაიონში შევიდა გორის მაზრის შუამდგომლობაში მყოფი შვიდი სოფლის საზოგადოებანი:

ორტევის 17 სოფელი
ბელოთის 34 სოფელი
ყორნისის 12 სოფელი
ჯავის 16 სოფელი
ყემულთის 19 სოფელი
როკის - 33 სოფელი
წუნარის-33 სოფელი

საოლქო ადმინისტრაციულ ცენტრად ანუ "რეზიდენციად" სოფელი ჯავა დაასახელეს. გორის მაზრის რევკომმა ზემოთჩამოთვლილი სოფლების შესახებ ყველა მასალა და დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის საოლქო რაიონს გადასცა.

ორტევის, ბელოთის და წუნარის საზოგადოებებიდან რვა წმინდა ქართული სოფლების გამოყოფის საკითხი, თანახმად გორის სამაზრო რევკომის დასკვნისა, კომისიის მუშაობის დამთავრებამდე დატოვებული იქნა ღიად და ეს სოფლები სახელდობრ ვანათი, აწერის-ხევი, საცხენეთი, ხაშურა, ხადურიანთ-კარი, დვანი, ზემო ავნევი და ქვემო ავნევი ჯერ-ჯერობით დარჩა ცხინვალის რაიონში.

პირველი დადგენილების ძალით ქ. ცხინვალი და მის ირგვლივ არსებული ქართული სოფლები რჩებოდა სარაიონო რევკომის ხელისუფლების ქვეშ, მაშასადამე არ დაექვემდებარებოდა სამხრეთ-ოსეთის საოლქო ხელისუფლებას იმ დრომდე, ვიდრე ამ რაიონის ქართული მოსახლეობა არ გამოთქვამდა ავტონომიური ოსეთის ტერიტორიაში შესვლის სურვილს. გეგმის ხელახალი შედგენის დროს, გარდა 20 ივლისის დადგენილებაში აღნუსხული იმ შვიდი სოფლის საზოგადოებისა, ყველა დაბა-სოფელი და ქალაქი უნდა შესულიყო გორის მაზრის ფარგლებში. მაზრის თემებად დაყოფისას უნდა ეხელმძღვანელად გეოგრაფიული, ეკონომიკური და ზოგჯერ ისტორიული თვალსაზრისითაც.

საქ.სსრ რევოლ. კომიტეტის 1921 წლის დეკემბრის ოქმის ამონაწერი:

1. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური მხარის ადმინისტრაციულ ცენტრად ჩაითვალოს ქ. ცხინვალი ავტონომიური ხელისუფლების იმ ტერიტორიაზე გავრცელებით, სადაც ოსები არიან დასახლებული, გარდა ჩასავლის საზოგადოებისა და კობის რაიონისა, რომელთაგან პირველი უნდა დარჩეს რაჭის მაზრაში.

2. მიენდოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ავტონომიური ოსეთის საზღვრების დაწვრილებით გამორკვევა კომისიასთან ერთად.

3. იმ დრომდე სანამ ცხინვალის რაიონის ქართველი მოსახლეობის სულიერი მდგომარეობა შეიცვლება, ქ. ცხინვალის რაიონის ავტონომიურ ოსეთის ტერიტორიათ მიჩნევის სასარგებლოდ, ქ. ცხინვალი და მის ირგვლივ არსებულ ქართველ მოსახლეობის სოფლებში ძალაუფლება დაეტოვოს სარაიონო რევკომს, რომელიც შედის გორის მაზრაში.

ერთი წლის შემდეგ, სრულიად საქართველოს ცაკის და სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის თარიღით გამოცემული დეკრეტის თანახმად, შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე ასევე გადაცემული იქნა სოფლები ქალეთი, წნელისი, ოქონა, თედეტ-ყაუ, იონჯა, ქვათეთრი, გვირგვინა, გაბარათ-ყაუ, დიდმუხა, გუჯაბაური, ცხინვალი, ხოლო გორის მაზრას მიეკუთვნა სოფლები კობი, ჩორჩანი, კოდა, ჭვრინისი, ატოცი, კნოლევი, ავლევი, წერონისი, თამარშენი, ღამეთი, დირბი, ტახტისძირი, დვანი, ქვემო და ზემო ნიქოზი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.