რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფელი ტუსრები – ,,ხალხი გვენატრება''


გორიდან ტუსრებამდე მანძილი 30 კმ-ზე მეტია, თუმცა მსუბუქი ავტომობილით მგზავრობას თითქმის 3 საათი ჭირდება. ეს იმიტომ, რომ გზა საკმაოდ დაზიანებულია ჯერ ატენამდე, შემდეგ კი, - ქვემო ბოშურიდან ტუსრებამდე.


მანქანა მხოლოდ, გარკვეულ, ბობნევი-ქვემო ბოშურს შორის არსებულ მონაკვეთზე მოძრაობს შეუფერხებლად. ძირითად შემთხვევაში დაზიანებული, თანაც მტვრიანი გზის გავლა მოგვიწია.

ხიდისთავი, ატენი, ბობნევი, ბიისი, ქვემო ორმოცი, ქვემო და ზემო ბოშური – ყოველდღიუად აქ სიარული ძალიან დამღლელია. სარწყავი წყლის მილებისთვის გადათხრილი და შემდეგ უყაირათოდ მოსწორებული გზები ავტობუსის მძღლს ყველაფრის ხალისს უკარგავს. მით უმეტეს, თუ მგზავრი არ ყავს, არც კი ასრულებს რეისს.



მთელი საქართველო ამ ხეობას – ატენის ხეობის სახელით იცნობს, თუმცა ატენის ზევით მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ეს საკმაოდ მიუღებელია. მათი აზრით, უმჯობესია ვახსენოთ ,,ტანას ხეობა’’.

ჩვენი მორიგი ვიზიტი სოფელ ტუსრებში დაიგეგმა. აქ ნადიბაიძეები, პავლიაშვილები, ქავთარაძეები ცხოვრობდნენ. 1990-იან წლებამდე ოსებიც ცხოვრობდნენ. ქოქაშვილების გვარიდან სოფელში აღარავინაა დარჩენილი.

ბოშურის შემდეგ გადასასვლელი ხიდია, რომლის სიახლოვეს გზა მარჯვნივ უხვევს. სხვა შემთხვევაში გზას ასცდებით და ყველაანთუბანში აღმოჩნდებით. ტუსრები კი ერთ ლამაზ ადგილას, მთის ფერდობებს შორის მოქცეულ ტერიტორიაზეა გაშენებული. 10-მდე სახლი, ძირითადად ხისგან გაკეთებული, ტყეშია ჩამალული.



73 წლის ალექსანდრე ნადიბაიძე საკარმიდამო ნაკვეთს რწყავდა. ღობიდან დაგვიძახა – მობრძანდითო. როცა გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტის, ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას ნომერი გვთხოვა.

,,მაინც ტელეფონი არ იჭერს და ვერ დაურეკავთ. მოგვიყევით თქვენი სათქმელი და ნახავს ინგაც’’ - ვუპასუხეთ მასპინძელს და პატარა ლამაზი სახლის მოვლილ ეზოში აღმოვჩნდით.

,,ჩემი შვილიშვილები პოლონეთში არიან სამუშაოდ, არც ვიცი, ზუსტად სად არიან. მე აქ მარტო ვცხოვრობ. ზამთარ ზაფხულს. ზამთარი ისეთი იცის, 7 თვე სიცივეა. მოდი და გაუძელი’’ - ამბობს ალექსანდრე.

იგი წუხს, რომ დღეები ისე გადის, ხალხს ვერ ნახულობს. ავტობუსიც იშვიათად დადის. შორ გზაზე მგზავრობა უკვე უჭირს. მესამე დღეა პური გამოელია და ნორმალურად ვერ სადილობს. დაგეგმავს გორში წასვლას, მაგრამ შეიძლება იმ დღით ავტობუსი არ მოვიდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მგზავრები არ არიან.



,,გუშინ სოფელში ვლაპარაკობდით, ვინცა ვართ შემორჩენილი, რომ იქნებ დავურეკოთ ინგას და ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. ცოტა მოგვაქციონ ყურადღებას. ხალხი გვენატრება, ავტობუსი გვენატრება, პური გვენატრება, მაღაზია გვენატრება’’ - ამბობს ალექსანდე ნადიბაიძე.

სოფელში, როგორც გითხარით, 10-მდე კომლი ცხოვრობს. აქედან 2 ოჯახი მხოლოდ ზაფხულის პერიოში ამოდის.

,,ამოვლენ აგარაკზე ხალხი, ვითომ დასასვენებლად, მაგრამ ვერ ძლებენ. მალევე უკან ბრუნდებიდან. პირობები არ არის. ჩვენ კიდევ წასასვლელი არ გვაქვს. სად წავიდეთ ან რატომ უნდა წავიდეთ’’ - გვიყვება მასპინძელი.

ალექსანდრე ნადიბაიძის სახლი ყველაანთუბნის გზის გასწვრივ მდებარეობს. სოფლის დანარჩენი ოჯახები კი სხვა მიმართულებით ცხოვრობენ. მასთან სტუმრობის შემდეგ, სხვა ოჯახებისკენ გადავინაცვლეთ.

რობიზონ ნადიბაიძეც დუხჭირ ცხოვრებას უჩივის. მისი ნაკვეთიც ისე მოვლილია, ყველაფერი ჩინებულად ხარობს. ჩვენი სტუმრობის დროს, ნაკვეთს რწყავდა, წყაროს წყლით. ამბობს, რომ ოჯახის მანდილოსნების გარეშე ამ მცირე მეურნეობის გაძღოლა უჭირს:

,,დედაჩემიც ავადაა და მეუღლეც. გორში წავიყვანე, სოფელ გარეჯვარში ცხოვრობენ. იქ უფრო ახლოს არიან ექიმებთან და რამე რომ დაჭირდეს, უფრო ადვილად მიხედავენ’’ - გვეუბნება რობიზონი. ყველაზე მეტად განიცდის იმას, რომ კომუნიკაცია უჭირს არა მარტო სხვა ადამიანებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.