რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,მხოლოდ საბანკო გარანტიების მოთხოვნა მონოპოლიურია'' - კონკურენციის სააგენტომ ხაშურის მერიის მიდგომები შეისწავლა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს მუნიციპალიტეტის მიდგომა, რომლის მიხედვით, ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებათ.

ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ 2021 წლის მაისში იმსჯელა. სასამართლმ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა, რომლის გაუქმება სასამართლოში ხაშურის მერიასთან ერთად, მოითხოვა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა და თბილისის მერიამ.

როგორც ირკვევა, კონკურენციის სააგენტოს სადაზღვევო კომპანიებმა საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ აღნიშნული მიდგომა არაკანონიერად სცნო.

სასამართლომ დაადგინდა, რომ მხოლოდ საბანკო გარანტიების მოთხოვნის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი არა თუ ზოგავდა სახელმწიფო სახსრებს, არამედ პირიქით, იწვევდა სახელმწიფო ხარჯის ზრდას, რაც გამოიხატებოდა ბანკების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სიძვირეში.

ბანკის მიერ საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობით სახელმწიფო უფრო მეტ ფინანსურ ზარალს იღებდა, ვიდრე ეს იქნებოდა სადაზღვევო კომპანიების საბანკო გარანტიების გაცემის ბაზარზე არსებობისა და ბანკებისათვის ჯანსაღი კონკურენციის გაწევის შემთხვევაში.

აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა ამ მიმართულებით ჩატარებული ეკონომიკური ანალიზის შედეგებზე.

სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, ხაშურის მუნიციპალიტეტი თვლიდან, რომ სადაზღვევო კომპანიები არიან არასაიმედოები:

"არასაიმედოობას ამყარებს სადაზღვევო კომპანიების შესაძლებლობა გასცენ გარანტიები, რომლებიც არ ექნებათ შესაბამისი ქონებით ან ფულადი თანხით უზრუნველყოფილი და არც გადაზღვეული ვალდებულება. შესაბამისად, საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებს რეგრესის უფლებით თანხის მიღება პრობლემად ექცევათ და მაქსიმალურად თავს არიდებენ გარანტიით გათვალისწინებულ ვადებში გასცენ თანხები. საბანკო რეგულაციებით პირდაპირ აკრძალულია არაუზრუნველყოფილი საბანკო გარანტიების გაცემა და იმ ვალდებულებების აღება, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, მაგრამ არ არის პირის საკრედიტო შესაძლებლობა მოკვლეული.'' - აღნიშნულია სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ შედგენილ საჩივარში.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და თვითმმართვეული ერთეულების საჩივრები და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ბულისკერიას ინფორმაციით, ადგილზე
რამდენიმე დღეა აღარავინ მუშაობს. მერის წარმომადგენლის
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესი მალე განახლდება, თუმცა
სამუშაოების შეჩერების მიზეზს არ განმარტავენ.
სამოქალაქო აქტივისტის, საბა ბულისკერიას ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე დღეა აღარავინ მუშაობს. მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესი მალე განახლდება, თუმცა სამუშაოების შეჩერების მიზეზს არ განმარტავენ.
13:06 / 20.11.2026
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება ფონიჭალაში 19 ნოემბერს
მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი
შვილი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება ფონიჭალაში 19 ნოემბერს მოხდა. შემთხვევას 6 ადამიანი, მათ შორის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა.
11:16 / 20.11.2026
საცხოვრებელ სახლში ცეცხლი მეორე სართულის ოთახებში გაჩნდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
საცხოვრებელ სახლში ცეცხლი მეორე სართულის ოთახებში გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
10:47 / 20.11.2026
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი
ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულ მასაში კიდევ 6
ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი რჩება.
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულ მასაში კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი რჩება.
17:26 / 19.11.2026
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი
ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი
დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს. ნიკოლოზ ბიბილაშვილი ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი იყო, 2000 წელს კი დიდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
14:39 / 19.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.