ახალი ამბები
,,გორმედში'' თავისუფალი საწოლები აღარ არის
გორისა და ქარელის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის, კორონავირუსის ნფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, სამედიცინო ქსელმა დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინა.

ამჟამად სტაციონარული მკურნალობა უტარდება 160-ზე მეტ პაციენტს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელის გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა განუცხადა.

,,110 პირი მოთავსებულია ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ შენობაში განთავსებულ სტაციონარში, 50 პირი ქარელის კოვიდკლინიკაში და 7 პაციენტი, ვისაც ადგილზე ამბულატორიული კონსულტაციისას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მკურნალობას გადის ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს იზოლირებულ კოვიდბლოკში. მთლიანობაში, გორისა და ქარელის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის, თუმცა, ინფექციის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, სამედიცინო ქსელმა დამატებითი რესურსების მობილიზება მოახდინა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს ინტენსიური თერაპიული სამედიცინო სერვისების მიწოდება. ქსელის მასშტაბით, 12 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა", - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.

მიზანდარის ინფორმაციით, კოვიდის მართვის პარალელურად, ,,გორმედი" იზოლირებულ სივრცეში განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტების ამბულატორიულ თუ სტაციონარულ მართვას.

"კოვიდის მართვის პარალელურად, კორონავირუსისგან თავისუფალ გარემოში, კოვიდკლინიკისგან გამიჯნულ სივრცეებში ხდება სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტების ამბულატორიული თუ სტაციონარული მართვა, ასევე - ვაქცინაცია. ვირუსული ინფექციის შემთხვევათა მატების ფონზე, მნახველები ან პაციენტის თანმხლები პირები არ დაიშვებიან კლინიკის შიდა სივრცეში. ამბულატორიული პაციენტებისა და ვაქცინირებული პირებისთვის კი მოსაცდელ თუ დაყოვნების სივრცეებში მაქსიმალურადაა დაცული დისტანცია. აქვე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ, პანდემიის დამარცხების გზა მეტ აცრილ მოქალაქეზე გადის", - განაცხადა ,,გორმედის" გენერალურმა დირექტორმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯამერი,
,,მინდა, ყურადღება შევაჩერო გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ჯამერი,
22:26 / 29.11.2021
,,დიდი გორის'' ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა, ამავე დროს,
მითითებულია

,,დიდი გორის'' ძირითადი საქმიანობაა მშენებლობა, ამავე დროს, მითითებულია

21:52 / 29.11.2021
გორის ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეთა მიღება  22 ნოემბრიდან
განახლდა.

გორის ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეთა მიღება  22 ნოემბრიდან განახლდა.

15:43 / 29.11.2021
მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400
წლის წინ იყო
მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ იყო
14:28 / 29.11.2021
,,თბილისში არ მაძლევენ აქციის გამართვის საშუალებას. ჩამოვედი გორში,
მინდოდა
,,თბილისში არ მაძლევენ აქციის გამართვის საშუალებას. ჩამოვედი გორში, მინდოდა
13:44 / 29.11.2021
ვიდეორეპორტაჟი

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
,,უფროსს ვუთხარი შენი წყლის ამბავი, მაგრამ ესე მითხრა – წელს ვერ მოესწრებაო
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
გვერძინეთი (PHOTO/VIDEO)
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.