რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ატენელ ბიზნესმენს ვენახი დაუყადაღეს - გახარიას მასპინძლობის შემდეგ
2021 წლის 24 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომპანია ,,ატენი ტერასების'' ქონება დააყადაღა. ამის გამო, დღეს მეპატრონეს, სოსო წიქარიძეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახის მოვლის უფლება ჩამოერთვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს 24 ივლისს მიმართა, ხოლო საჯარო რეესტრში ყადაღის შესახებ ცნობა 28 ივლისს გაიცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ამ ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოსო წიქარიძემ 2021 წლის 7 ივლისს, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და ამავე გუნდის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გიორგი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილებს, ასევე შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს კახა საბანაძეს უმასპინძლა.

ის, რომ სოსო წიქარიძის სახლში ზემოაღნიშნული პირები ნამდვილად იმყოფებოდნენ, გორში ახლადდაფუძნებულმა ტელეკომპანია ,,ტვ მედიამონიტორინგის'' გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომელთათვის ამ სტუმრობის შესახებ ინფორმაცია ,,ექსკლუზიურად'' გახდა ცნობილი.

გახარიას სტუმრობის შესახებ გადაცემა ეთერში 2021 წლის 7 ივლისს გავიდა. სიუჟეტის მიხედვით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა სოსო წიქარიძემ ატენის ტერასებისთვის მიწა ხოჯევანიშვილების დახმარებით, ჩაიგდო ხელთ. კერძოდ, 2019 წელს, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ ატენში წიქარიძეს მიწები გაეფორმებინა.



საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ტანის გასწვრივ მდებარე ფერდობზე მიწის ნაკვეთები ჯერ სოსო წიქარიძის ახლობლებმა დაირეგისტირეს, შემდეგ კი, კომპანია ,, ატენი ტერასას'' გადაუფორმეს. შემოსავლების სამსახურს კი, სწორედ, ეს გარემოება აინტერესებს, თუ როგორც აღმოჩნდა ნაკვეთები ,,ატენი ტერასას'' საკუთრებაში.

ატენში მერის წარმომადგენელი ნუგზარ მძინარაშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა მიწები გადაფორმებულიყო სოსო წიქარიძის საკუთრებაში, გორის ,,ქართული ოცნების'' შტაბის წევრი, მიხეილ გოგინაშვილიც აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილები ცდილობდნენ საკუთარი მომხრეების გაძლიერებას და დახმარებას, რისი მაგალითიც სოსო წიქარიძის ,,ტერასებია''

პარტია ,,საქართველოსთვის'' პრეს-სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიზნესმენს პრობლემები სწორედ ამ სტუმრობის შემდეგ შეუქმნეს. ისიც ირკვევა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, კერძოდ, სუს-მა გახარიას სტუმრობის შესახებ, წინასწარი იცოდა და წიქარიძეს სთხოვდნენ ამ სტუმრობაზე უარი ეთქვა. თუმცა, წიქარიძემ სუს-ის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სტუმრებს მაინც უმასპინძლა. 

,,ბიზნესმენ ს.წ.-ს, რომელმაც გახარიას და მის გუნდს უმასპინძლა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაუყადაღა მიწები, რომლებზეც ვენახები აქვს გაშენებული. დაიწყო გამოძიებაც. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყებების მოთხოვნის მიუხედავად, უარი არ თქვა გახარიას და მისი გუნდის მასპინძლობაზე.'' - აცხადებენ პრეს-სამსახურში.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.