რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ინფიცირებულები პირველი აცრის შემდეგ
გორმედის ფოტო

50 წლის ინგა ხაშურში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, გორმედიდან გაწერეს, რადგან პირველი აცრის შემდეგ, კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. ინგას მდგომარეობა საშუალო სიმძიმით იყო შეფასებული, სამაგიეროდ, მისმა შვილმა, რომელიც სრულად იყო ვაქცინირებული, კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა:


,,ასტრაზენეკას პირველი დოზა 26 მაისს გავიკეთე, მეორე დოზა 26 ივლისს მქონდა ჩანიშნული. სწორედ, ამ შუალედში დავინფიცირდი. დაინფიცირების გამო, მეორე დოზა გამოჯანმრთელებიდან ერთ თვეში უნდა გავიკეთო. მინდა გითხრათ, რომ პირველი აცრის შემდეგ ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრება. აცრა შვილმა მირჩია და დამარეგისტრირა. შიში არ მქონია, რომ აცრა რაიმე ცუდ შედეგს მომიტანდა. ერთადერთი რისიც მეშინოდა ის იყო, რომ მეორე დოზამდე როგორმე ინფიცირების გარეშე მივსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ამ პერიოდში ვირუსი ქვეყანაში ისე სწრაფად გავრცელდა, რომ მიუხედავად რეკომენდაციების დაცვისა, დავინფიცირდი.“ - ამბობს ინგა.

ვირუსი, რომელზეც ინგა საუბრობს, კორონავირუსის დელტა შტამია. ის არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში დომინანტური გახდა.

ინგა თავდაპირველად, სახლში მკურნალობდა, მაგრამ მდგომარეობა გართულდა.

,,გორმედში’’ ვიმკურნალე. ჩემი ექიმები იყვნენ გია მღებრიშვილი და ნანა მასურაშვილი. მადლობელი ვარ მათი. არანორმალურ რეჟიმში უწევთ მუშაობა იმდენი კოვიდიანი პაციენტი ჰყავთ. თავიდან როცა სასწრაფო გამოვიძახეთ, არ აპირებდნენ ჩემს გადაყვანას, მეუბნებოდნენ კარგად ხარო, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი კარგად და ვითხოვდი გადაყვანას. ველოდებოდით ადგილის გათავისუფლებას. მერე, საბედნიეროდ ადგილი გათავისუფლდა ,,გორმედში’’ და იქ უკვე კვლევებმა აჩვენა, რომ საშუალო სიმძიმის პაციენტი ვიყავი. მქონდა ფილტვების 16 ქულიანი დაზიანება, სისხლის შედედება. „“ - იხსენებს ჩვენთან საუბარში ინგა.



გორმედის ფოტო

თუმცა მან კლინიკაში ბევრად მძიმე პაციენტებიც ნახა.

,,თავიდან სწორედ მათთან ერთად აპირებდნენ ჩემს დატოვებას, რამაც ძალიან იმოქმედა. იყო ერთი ასაკიანი ქალბატონი, რომელიც ვერ ჭამდა, ვერ მოძრაობდა. მხოლოდ იჯდა საათობით თვალებდახუჭული, გაუნძრევლად. ზოგჯერ პერსონალი ერთმანეთს ენაცვლებოდა. მაგალითად, ვნახე ექთნები, რომლებიც სანიტრის ფუნქციასაც ასრულებდნენ. ასევე, იყო სანიტარიც, რომელიც ექთნის დამხმარეც იყო. ახლა უკვე ტელევიზორში რომ საავადმყოფოს კადრებს ვხედავ, ძალიან განვიცდი და უფრო ემოციურად აღვიქვამ.“ - ამბობს ინგა.

ინგა წუხს, რომ სრული დოზით ვაქცინირება ვერ მოასწრო, რადგან აღარ მოუწევდა კლინიკაში ყოფნა.

,,იქნებ ყველაფერი ასე აღარ გართულებულიყო. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემმა შვილმა, რომელიც სრულად არის აცრილი კოვიდი გართულებების გარეშე გადაიტანა.’’ - გვეუბნება ინგა.

ვაქცინის მეორე დოზამდე დაინფიცირდა 28 წლის ხაშურელი ლევანიც. ის სინოფარმით პირველად 10 ივლისს აიცრა და სჯეროდა, რომ პანდემიის დასამარცხებლად საუკეთესო გზა აირჩია.

,,პირველი აცრის შემდეგ რაღაცნაირად სახიფათო გზას გადიხარ. ფიქრობ, ასეთი გავრცელების ფონზე, მიაღწევ თუ არა ჯანმრთელი მეორე აცრამდე. ამასთან ცოტა სახალისოც იყო, როცა ანტივაქსერი ნაცნობები მაკვირდებოდნენ, თუ რა დამემართებოდა აცრის შემდეგ და უფრო ხშირადაც მკითხულობდნენ, ვიდრე აცრამდე. სამწუხაროდ, მეორე დოზამდე ერთი დღით ადრე უკვე კოვიდი დამიდასტურდა და ჩემმა საზაფხულო გეგმებმაც იზოლაციაში გადაინაცვლეს. ჩემს გამოჯანმრთელებამდე გადაიწია მეორე აცრის თარიღმაც.“ - გვიყვება ლევანი.

ის სახლში მკურნალობს და სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ქონია, მაგრამ ყველა სიმპტომი აქვს თავის, სახსრებისა და ზურგის ტკივილის ჩათვლით.



გორმედი

,,ვაქცინის არ შემშინებია. მე იმის მეშინოდა, რაც ახლა მჭირს. მოვიძიე ათასნაირი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ და გადავწყვიტე, რომ ეს ერთადერთი სწორი გზა იყო. თუმცა, კარგი იქნებოდა, მეორე დოზამდე მიმეღწია’’ - ამბობს ლევანი.

20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი

უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ის „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტის უმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა.

WHO-ს ევროპის რეგონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 ქვეყანა) იმ 28 ქვეყნიდან, რომლებმაც აღრიცხეს საკმარისად სრული გენეტიკური სეკვენირების ინფორმაცია. ამ 19 ქვეყნიდან, ადგილობრივად სეკვენირებული ვირუსის იზოლატების საშუალო წილში გამოვლენილი დელტა შტამი შეადგენდა 68,3%. ეს მაჩვენებელი უსწრებს მანამდე დომინანტურ ალფა შტამის მაჩვენებელს (22,3%) რეგიონში.

ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება. იგი უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი გავრცელება გაგრძელდება და იგი შეცვლის სხვა შტამების გადაადგილებასაც, იმ შემთხევევაში თუ არ გამოჩნდება ახალი კონკურენტუნარიანი ვირუსი.

ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს ევროპის რეგონული ოფისის დირექტორი ამბობს: „პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან. წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.“

„კარგი ამბავია ის, რომ მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ ვაქცინაციის სრული კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რთული ფორმებისა და სიკვდილის რისკს. ამიტომ, უნდა ავიცრათ, როცა ჩვენი ჯერი დადგება.“

„ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და შექმნილ სიტუაციას საღი აზრი დავუპირისპიროთ. ეს ნიშნავს რომ შესაძლებლობისთანავე საჭიროა სრულად ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში, ვატაროთ პირბადე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ზომებით საკუთარ თავსა და ჩვენს გარშემომყოფებს ვიცავთ,“ ამბობს ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი, - „ამ ზომებს, შეგვიძლია „ანტი-ლოქდაუნის“ ზომებიც ვუწოდოთ, რადგან მათი დაცვა ახდენს ვირუსის პრევენციას „ლოქდაუნის“ აუცილებლობის გარეშე.“



WHO და ECDC მოუწოდებენ პრიორიტეტულ ჯგუფებს: ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მათთან კონტაქტში მქოფი მოწყვლადი ადამიანები მძიმე დაავადებისგან.

გარდა ამისა, მკაცრად რეკომენდებულია ვაქინაცია ყველა შესაბამისი ჯგუფისთვის. იქ სადაც „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ვრცელდება, საჭიროა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის COVID-19 გადაცემის კონტროლისთვის მოსახლეობის ტესტირებაზე წვდომის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპი ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი.

ევროპაში COVID-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და ყოველკვირეულად იზრდება ახალი შემთხვევებიც. გაიზარდა შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე სწრაფად 15-დან 24 წლამდე ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევების ხუთმაგი ზრდა.

ჰანს კლუგეს მკაფიო გზავნილი აქვს იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეამსუბუქეს საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული შეზღუდვები:

„WHO რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტირების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონ კონტაქტების დადასტურებული შემთხვევებისთვის იზოლირებას, გააძლიერონ კონტაქტების ძიება, რათა მოხდეს გადაცემის ჯაჭვის გარღვევა და უზრუნველყონ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია.”

ამ ზაფხულს ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად გაითვალისწინეთ WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის კამპანიის #უსაფრთხოზაფხული (Summer Sense) რჩევები:

მოგზაურობა შეიცავს რისკს. მოგზაურობამ და შეკრებებმა შეიძლება გაზარდოს COVID-19- ით ინფიცირებისა და მისი გავრცელების რისკი. თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე და შეაფასეთ თქვენი რისკები. თქვენი გადაწყვეტილება როლს თამაშობს პანდემიის დასრულებაში. თუ მოგზაურობას და შეკრებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ:

- ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია.

-   გაზომეთ რისკი „კარიდან-კარამდე“: გარეთ გასვლის მომენტიდან შინ დაბრუნებამდე, ყოველ ნაბიჯზე შეაფასეთ რისკი და მიიღეთ შესაბამისი ზომები. დამტკიცებულია, რომ ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსისაგან გვიცავს.

-   მოგზაურობაზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილს, სადაც იმყოფებით. დახურული, იზოლირებული და ხალხმრავალი ადგილები ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დაგაყენებთ. აირჩიეთ ღია, კარგად გავინიავებული სივრცეები, დაიცავით მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია, ატარეთ პირბადე. ბევრ ადგილას
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.