რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში აცრილია 1200-ზე მეტი თანამშრომელი’’ - გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
გორის მუნიციპალიტეტში 1200-ზე მეტი პედაგოგია აცრილი. ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა  ,,ქართლის სტუდიაში'' განაცხადა.

24 აგვისტოს მონაცემებით, აცრილია 1264 პედაგოგი. 20 აგვისტოს იყო - 1124. 73 სკოლაში (მათ შორის, 67 საჯარო და 6 კერძო სკოლაა) დასაქმებულია 2 300 ადამიანი.

Qartli.ge დაინტერესდა, როგორ მიმდინარებს პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში და არის თუ არა მოლოდინი, რომ სწავლის დაწყების დროს მასწავლებელთა ვაქცინაცია 80% მიაღწევს?

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლის თანამშრომლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესი აგვისტოში განსაკუთრებით გააქტიურდა და იმედოვნებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე სრულად ვაქცინირებული იქნება.

,,ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრთან. ეს გამოხატება იმაში, რომ ჯანდაცვის ცენტრი ჩვენს მიერ მიწოდებული მსურველი პედაგოგების სიას ათანხმებს ჰოსპიტალთან და ჩვენი პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე და რიგის გარეშე იცრებიან სასურველი ვაქცინით. ამან დააჩქარა აშკარად პროცესი და დღეის მდგომარეობით 1200-მდე სკოლის თანამშრომელია უკვე აცრილი. თუმცა უმრავლესობა ჯერ მხოლოდ ერთი დოზით. თუმცა მზარდი დინამიკა იძლევა იმის იმედს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის თანამშრომელთა დიდი ნაწილის უკვე სრულად ვაქცინირებული იქნება.''- აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ასევე მასწავლებელთა მხრიდან ვაქცინაციის მიმართ არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აცრა ნებაყოფლობითია და არც ერთი სკოლის თანამშრომელი იძულებული არავის გაუხდია, რომ აცრილიყო.

,,ვაქცინის მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, არაერთგვაროვანია პედაგოგების მხრიდან. აქვე დავძენ, რომ ვაქცინაცია ბუნებრივია ნებაყოფლობითია. არცერთი სკოლის თანამშრომელი არავის არ გაუხდია იძულებული რომ აცრილიყო. ყველა თავისი ნებით იღებს გადაწყვეტილებას. განწყობაც რიცხვებში ჩანს და გამოჩნდება სექტემბრის დასაწყისში და დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი, როგორიც ეკადრება განათლებულ საზოგადოებას.’’ - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.