მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ( ახრისი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ზარდიაანთკარი, ახალუბანი, აძვი) იმყოფებოდა. მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით ემოციური საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლების (ჯარიაშენი, აძვი, ახალუბანი) მოსახლეობასთან შეხვედრა იყო. მოსახლეობა თვითმმართველი ერთეულის მერობის კანდიდატს , დესტრუქციული ძალების მხრიდან უკანონო ქმედებებზე და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და „ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან „ჯარიაშენის, ახალუბნის, მუმლაანთკარის, ზარდიაანთკარის, აძვისა და ახრისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ასმათ ტალახაძე დაესწრო.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ( ახრისი, ციცაგიაანთკარი, ახალუბანი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი და აძვი )ვიმყოფებოდი. ახალუბანი, ჯარიაშენი და აძვი ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებია. ოკუპაციის მძიმე ფონის პარალელურად, აუცილებელია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში მკვეთრად გაუმჯობესდეს მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო პირობები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჭიროა კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს, რაშიც თითოეული მოქალაქე მაქსიმალურად ჩართული იქნება. მიუხედავად დესტრუქციული ძალების მხრიდან მუდმივი პროვოკაციებისა და უკანონო პროცესებისა, 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, მოსახლეობას საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ცხოვრება გაუადვილოს. ადგილობრივების განცხადებით, გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებული სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაცია ხდება. ეს პრობლემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. აუცილებელია, როგორც ადგილობრივი , ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, გამყოფი ხაზის მიმდებარედ განხორციელდეს ისეთი პროექტები , რომელიც უშუალოდ ახალგაზრდა თაობაზე მორგებული იქნება. მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკის გზით უნდა დავუპირისპირდეთ, ოკუპაციასა და ამ უკანონო პროცესის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს .”- განაცხადა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები