რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში
Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია წლიურად 2000 ტონა თხილის მზა პროდუქციას აწვდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, შოკოლადისა და ნაყინის ინდუსტრიებს, მცხობელებს, დისტრიბუტორებს და მათ თხილის პროდუქტისგან წარმოებულ სრულ სპექტრს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, COVID-19 პანდემიის შედეგად, კომპანია მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით აგრძელებს მუშაობას, რაც პირდაპირ აისახა ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ თხილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, Nuts.ge გახდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მხარდაჭერა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამიდან - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის, და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. მიღებული გრანტის ფარგლებში, კომპანიამ შეძლო, წარმოება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა.



მამუკა ბერიაშვილი,
კომპანია Nuts.ge-ს დირექტორი, აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და მაღალი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება. მისი თქმით, EU4Business-ისა და EBRD-ის ერთობლივმა მხარდაჭერამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში - „პროექტიდან მიღებული მხარდაჭერის ფარგლებში, წარმოების სტანდარტიზაციით დაწყებული, საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებზე პოტენციურ შემსყიდველებთან შეხვედრების ორგანიზებით დამთავრებული, პროექტმა მეწარმეებს ძალიან საჭირო ბენეფიტები შემოგვთავაზა. ბიზნესისთვის აუცილებელია, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი. ევროკავშირისა და EBRD-გან მიღებული დახმარების შედეგად, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების ჩართვით, ჩვენ შევძელით, მოგვეწესრიგებინა საწარმოო პაკეტი - მოვახდინეთ ფინანსური და ბუღალტრული უწყისების ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტთან, დავნერგეთ მართვის ავტომატური სისტემა, ჩავატარეთ საკონსულტაციო სამუშაოები, რომელმაც შეაფასა კომპანიაში არსებული მდგომარეობა და დაგვისახა სამომავლო განვითარების გეგმა. ეს არის სრული ჯაჭვი, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, რადგან შესაბამისი სტანდარტების დაცვის გარეშე, პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წვდომა ვერ ექნება“.

როგორც მამუკა გვიყვება, თხილის ბიზნესში 2007 წლიდანაა ჩართული, იმ პერიოდიდან, როცა თხილის ბიზნესი იწყებდა ჩამოყალიბებას, ამიტომ Nuts.ge-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საწარმო ზუგდიდში 2012 წლიდან არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოში თხილის დიდი მოსავალია და ქვეყნისთვის თხილის მოპოვების ძირითად რეგიონად ითვლება, საწარმოს დაფუძნებაც სწორედ ზუგდიდში, გადაწყვიტა, თუმცა, კომპანიის საწარმო კახეთშიც ფუნქციონირებს. დღეს Nuts.ge საერთაშორისო თხილეულისა და მშრალი ხილის ასოციაციის წევრია: - „წარმატებამდე იმ მიდგომამ მიგვიყვანა, რაც მე და ჩემს თანამშრომლებს გვაქვს. ჩვენთვის ეს არის ინდუსტრია, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს Nusts.ge. ვცდილობთ, ზოგადად დარგი განვავითაროთ და ქართული თხილი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე. თუ თხილის წარმოება საქართველოში იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მასში შემავალი ყველა რგოლი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. წარმოიდგინეთ, ჯამში 1000-ზე მეტი მომწოდებელი გვყავს. მათ შორის არიან წვრილი და საშუალო ფერმერები და აგრეთვე, შემგროვებლები, რომლებიც სხვადასხვა ფერმერებისგან აგროვებენ თხილს და გვაწვდიან. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც გვაწვდიან ნახევრადფაბრიკატ ნედლეულს, ნაწილობრივ გადამუშავებულს. ეს ძალიან დიდი რგოლია და საკმაოდ ბევრი მეწარმის ეკონომიკური მდგომარეობაა დამოკიდებული დარგის განვითარებაზე, ამიტომ ვცდილობთ, ავწიოთ სტანდარტი და დავაკმაყოფილოთ ყველა საერთაშორისო მოთხოვნა“ - ამბობს მამუკა.

კომპანიას COVID-19 პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. Nuts.ge-ს დირექტორის თქმით, პანდემიამ გამოიწვია მუშა ხელის განახევრება, რაც პირდაპირ აისახა წარმოების რაოდენობაზე: „პანდემიამ გამოიწვია ლოქდაუნი, შეფერხებები ლოჯისტიკაში და დაწესებული რეგულაციები სრულად დაგვაწვა ზურგზე. იმისათვის, რომ რეგულაციები დაგვეცვა, რაც თანამშრომლებს შორის ორი მეტრის დისტანციის არსებობას ითვალისწინებდა, იძულებულები გავხდით, არსებული მუშახელი გაგვენახევრებინა და დაგვეტოვებინა მხოლოდ 30. პირბადეები, ფარების გამოყენებაც პრობლემური აღმოჩნდა დასაქმებულებისათვის, არ იყვნენ შეჩვეულები და ზოგიერთმა თავადვე თქვა უარი მუშაობაზე. ყველაფერმა ამან გაგვინახევრა სამუშაო გეგმები და შედეგად, საწარმოო პროცესები შეგვიფერხდა. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო რეგიონიდან რეგიონში და სოფლიდან სოფელში ტრანსპორტირება. მეწარმეებს უნდოდათ ნედლეულის გაყიდვა, მაგრამ, არ შეეძლოთ მოწოდება. მიუხედავად ამ ზიანისა, კომპანიას გააჩნდა ევროკავშირის დახმარებით გაწერილი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განევითარებინა ბიზნესი და ეწარმოებინა პროდუქტი. Nuts.ge-მ შეძლო, მინიმალური ფინანსური ზიანით გაეგრძელებინა მუშაობა“ - ამბობს მამუკა ბერიაშვილი.



ზემა გერგედავა Nuts.ge-ს ერთერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში საქმიანობას პანდემიის მიუხედავად აგრძელებს. ზემა თხილის ქარხანაში 5 წელია მუშაობს, თითქმის იმ პერიოდიდან, რაც საწარმო ფუნქციონირებს. მისი თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილები არც ისე ბევრია და დასაქმება განსაკუთრებულ სირთულეს ქალებისთვის წარმოადგენს: - „სანამ ეს ქარხანა იარსებებდა, მანამდე არასდროს მიმუშავია, სახლის საქმეში ვიყავი ჩართული. მას შემდეგ, რაც ქარხანა გაიხსნა, რეგიონში მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ოჯახებისთვის. შემოსავლის წყაროს ქალაქგარეთ აღარ ეძებ და რჩები იქ, სადაც ცხოვრობ. პანდემიის დროს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მქონდა, გადაადგილება იყო, თუმცა, კომპანიამ შეძლო ამ პრობლემის მალევე აღმოფხვრა და დღემდე სპეციალური ტრანსპორტით გვაკითხავს სახლამდე, მოვყავართ საწარმოში და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გვაბრუნებს უკან“.



ირაკლი შამათავა Nuts.ge-ს კიდევ ერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში დაფუძნების დღიდან მუშაობს. ირაკლი ზუგდიდის ადგილობრივი მაცხოვრებელია. კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის ისეთი საწარმოს მუშაობა, როგორიცაა Nuts.ge, ძალიან მნიშვნელოვანია: - „ქვეყანა ვითარდება, რეგიონი ვითარდება, ხალხი დასაქმებულია, სამსახური აქვთ, ხელფასი აქვთ, კარგი სამუშაო პირობებია. კომპანიას მუდმივად ემატება ახალი მუშა ხელი და ფართოვდება. გარდა იმისა, რომ საწარმოში საქმდებიან ადამიანები, Nuts.ge ხელს უწყობს მეთხილეობის დარგის განვითარებას რეგიონში - იბარებს თხილს ადგილობრივი ფერმებისგან, რაც შემოსავლის წყაროა ბევრი ადამიანისთვის. ამ დარგის განვითარება პირდაპირ აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის უკანაც ოჯახები დგანან“, - ამბობს ირაკლი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი მამუკა ბერიაშვილი ამბობს, კომპანიის მთავარი მიზანია, რომ იყოს შუამავალი რგოლი ფერმერსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. კომპანიის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ ნედლეული შეისყიდოს პირველი ხელიდან, შესყიდული ნედლეული მოიყვანოს შესაბამისობაში - ტენიანობა, შრობა, მიკრობიოლოგიური და სხვა პარამეტრები, გადაამუშაოს და თითოეულ ნედლეულს მისცეს შესაბამისი დანიშნულება შესაბამის პროდუქტში. მისი თქმით, ეს პროცესი წარმოადგენს გრძელ ჯაჭვს, სადაც Nuts.ge გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს: - „სწორედ ამიტომ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მაღალი სტანდარტების დასანერგად, თუმცა ეს მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. მეწარმეებისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფა ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ინიციატივა და ის ფინანსური მხარდაჭერა, რასაც ბიზნესისთვის გამოყოფს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დარგის და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, და ამავდროულად, უზრუნველყოფს ბიზნეს საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას“ - ამბობს მამუკა.



ამ ეტაპზე, Nuts.ge-ში პანდემიის გამო, 120-დან 70 მუშა ხელი განაგრძობს საქმიანობას, რასაც სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა ემატება. ექსპორტზე 1000 ტონა თხილის ნაწარმი გააქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს - ევროპაში პროდუქტის ექსპორტი 38%-ია, ჩინეთში - 24%, რუსეთში - 22%, აფრიკაში - 5%, ახლო აღმოსავლეთში - 9% და დანარჩენ ქვეყნებში 2%.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.