რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის ლაბორატორიაში სწრაფი PCR ტესტირება ფასიანი გახდა
გორში, ქალაქის ცენტრში, ,,მედდიაგნოსტიკაში'' არსებულ ლაბორატორიაში, კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა.

"მედდიაგნოსტიკა''  ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში ოპერირებს.

ლანორატორიის გორის ფილიალში ამბობენ, რომ სწრაფი ტესტი უკვე მესამე დღეა რაც 40 ლარი ღირს, ხოლო პისიარი 100.

ამ დროისთვის, სწრაფი ტესტის გაკეთება ისევ უსასყიდლოდაა შესაძლებელი გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც მოქალაქეებს გრძელ რიგებში დგომა უწევთ.

ორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ გორის ,,მედდიაგნოსტიკის'' ლაბორატორიაში სრაფი და პსრ ტესტის გაკეთება ფასიანი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ მან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, იგი მივა ლაბორატორიაში და სიტუაციას ადგილზე გაარკვევს.

ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო, ჩანს, რომ ლაბორატორიაში მისულ მოქალაქეს სწრაფ და პსრ ტესტებზე თანხა მოსთხოვეს:

"სწრაფი ტესტის გაკეთება მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც აქამდე იღებდა მომსახურებას. მათ შორის მედდიაგნოსტიკაში. 3-4 დღე სახელმწიფოს მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება. შეფერხდა ტესტების შემიტანა, მაგრამ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას ეწეოდა, ინფორმირებული იყო, რომ ეს ტესტირება კვლავ ყოფილიყო უფასო, სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის ანაზღაურება მოხდებოდა" - გვითხრა მარი გიუნაშვილმა.

რატომ გადაწყვიტა მედდიაგნოსტიკამ მოქალაქეებისგან თანხის გადახდა, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეისწავლის.

საკოორდინაციო საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტესტირება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის კვლავაც უფასოა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა.

თუმცა, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დღევანდელ განცხადებაში, არაა განმარტებული ,,სამიზნე ჯგუფის'' მნიშვნელობა, თუმცა როგორც ცნობილია, უფასო ტესტირება ვაქცინირებულ პირებს ეხება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო,
თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში სკვერი ოთხი წლის წინ მოეწყო, თუმცა სოფელში ბავშვები არ არიან.
02:11 / 21.11.2025
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა
და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.
23:39 / 19.11.2025
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ
მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი
სატრანსპორტო საშუალებით.
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით.
01:57 / 19.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.