რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ლექტორი პანდემიისას - მაია ბოლაშვილი


ინგლისური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი და პედაგოგი მაია ბოლაშვილი პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე რთული მისთვის მოსწავლეებთან დისტანციური ურთიერთობები აღმოჩნდა.


ის გორის უნივერსიტეტში ასწავლის, სადაც დისტანციური სწავლების მეთოდი კვლავ ძალაშია. ცნობისათვის, 4 ოქტომბრიდან უმაღლესი სასწავლებლებს მიეცათ საშუალება სწავლება აუდიტორიაში განაახლონ. მართალია, ეს შესაძლებლობა გორის უნივერსიტეტმაც გამოიყენა. თუმცა, აუდიტორიები მხოლოდ პატარა ჯგუფებისთვის გაიხსნა. დიდი ჯგუფის წევრები კვლავ ონლაინ ეჟიმში აგრძელებენ სწავლას.

„პანდემიამ ძირეულად შეცვალა ადამიანის ცხოვრების წესი, მაგრამ ჩვენი პედაგოგების შემთხვევაში და პირადად ჩემს შემთხვევაში დღის რეჟიმი თითქმის ანალოგიურია, რაც მანამდე გვქონდა. გარდა იმისა, რომ ვარ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი, ასევე მაქვს კერძო პრაქტიკა და ვამეცადინებ ბავშვებს ინგლისურ ენაში. დღის მეორე ნახევარში, როდესაც ლექციები მთავრდება, ვაკეთებ ხანმოკლე შესვენებას და შემდეგ ვამეცადინებ კერძო მოსწავლეებს“, - ამბობს მაია ბოლაშვილი

კორონავირუსისაგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად ლექტორი თვლის, რომ ვირუსზე და პანდემიაზე ნაკლები ფიქრი საშუალებას მოგვცემს ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე მეტად ნაყოფიერი გავხადოთ.



„პანდემია თავისთავად იწვევს ჩაკეტილობას, განცალკევებას, იზოლაციას, საკუთარ თავში ჩაკეტვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ მას შევხვდებით უფრო ოპტიმისტურად; არ ვიფიქრებთ იმაზე, შემხვდება თუ არ შემხვდება კორონა, გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი ნებისმიერი დღე, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ“,- გვეუბნება მაია ბოლაშვილი და ამატებს, რომ დაუსრულებელი ჩაკეტილობისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.

„მე ძალიან მალე ავიცერი. მინდა გითხრათ. ივნისის თვეში უკვე ორივე დოზით ვიყავი აცრილი. ეს ის პერიოდი იყო. როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად უყურებდა ვაქცინაციის პროცესს. არც ერთი წუთით არ შემშინებია. ავიცერი სინოფარმით და თავი ცუდად არ მიგრძვნია. პირიქით, ვიყავი ჩვეულ ენერგიაზე და მახსოვს, რომ მოვედი, ჩვეული შემართებით ვამეცადინე ჩემი კერძო მოსწავლეები. ამიტომ ყველას გთხოვთ, იმისათვის რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ძალიან მალე დავასრულოთ პანდემია, აუცილებელია ავიცრათ. მითუმეტეს, ახლა როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინახელმისაწვდომია და არჩევანის თავისუფლებაა. ნებისმიერი ვაქცინა, როგორც ამას ექიმები და იმუნოლოგები გვეუბნებიან, დამცავია და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომელია კარგი ან რომელი შედარებით უკეთესი. აცრა, პირბადე, დისტანცია და რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს მაია ბოლაშვილი.

მაია ბოლაშვილისთვის ყველაზე მტკივნეული უნივერსიტეტის ცარიელი დერეფნები და აუდიტორიებია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად სტუდენტების ჟრიამული და მათი ბედნიერი სახეები ენატრება.



„რაც მაკლია და რისი სიცარიელის შევსებაც მინდა, არის ის, რომ მთელი გულითა და სულით მინდა აუდიტორიაში ლექციის ჩატარება, რადგან ლექცია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზუსტად, ამის გამო, ავიცერი დროულად, რომ სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მალე დაიწყოს. ძალიან მენატრება ჩვენი უნივერსიტეტი, ჩენი ნათელი აუდიტორიები. სტუდენტების ჟრიამულით ავსებული დერეფნები, მათთან უშუალო ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, პედაგოგები ყველანაირად ვცდილობთ ონლაინ სწავლების რეჟიმშიც ლექციაც და გაკვეთილიც ხარისხიანი იყოს და ამ გამოწვევას ნამდვილად კარგად გაართვეს თავი, როგორც პედაგოგებმა, ისე პროფესორ მასწავლებლებმა, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ უშუალო ურთიერთობა სტუდენტთან აუცილებელია. მიყვარს, როდესაც ჩემი სტუდენტების ბედნიერებით აღსავსე სახეებს ვხედავ. ან ვხედავ, როგორი ბედნიერები და მხიარულები არიან. ეს ყველაფერი ძალიან მაკლია და მინდა, რომ მალე ვნახო. როდესაც დისტანციურად ასწავლი, არ გაქვს იმის საშუალება, მიხვდე თუ როგორია სტუდენტის განწყობა იმ მომენტში. არის თუ არა ლექციის ხასიათზე. ამდენად, ეს ყველაფერი თვალით ხილული და ცალსახად ნათელი მაშინ არის, როდესაც ხარ აუდიტორიაში და პირისპირ უყურებ შენს სტუდენტებს“, - წუხს მაია ბოლაშვილი და იმედოვნებს, რომ 2021-2022 სასწავლო წელი საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი აუდიტორიებში წარმართოს.

დისტანციურმა მუშაობამ ლექტორს უბიძგა იქითკენ , რომ სასწავლო პროცესისთვის დამატებითი რესურსები მოეძიებინა, როგორც ინტერნეტის მეშვეობით, აგრეთვე ბიბლიოთეკებშიც:

,,რადგან ის სახელმძღვანელოები, რასაც ჩვენ გავდივართ, ვგულისხმობ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს, არ არის მორგებული დისტანციურ სწავლებაზე. ახლა, როდესაც ვიცი რომელ კურსთან და რა თემაზე უნდა ჩავატარო პრაქტიკული ენის გაკვეთილი, წინა დღით ვემზადები, რათა უფრო საინტერესო გახდეს ჩემი და ჩემი მოსწავლეების ონლაინ შეხვედრა. ვცდილობ, მეტი რესურსი მოვიძიო იმისათვის, რომ დავეხმარო ჩემს სტუდენტებს ინგლისური ენის მარტივად ათვისებაში და საშუალება მივცე მათ, რომ გამართულად მეტყველებდნენ ინგლისურ ენაზე“,-აღნიშნავს მაია ბოლაშვილი.

გაკვეთილების შემდეგ თავისუფალ დროს ლექტორი ისევ მთარგმნელობით პროცესს უთმობს და ამბობს, რომ მისთვის საუკეთესო განტვირთვა ახალი ლიტერატურის გაცნობა და თარგმნაა.

„მეგობრებთანაც მივდივარ, თუ ამის საშუალებას იძლევა ზოგადად არსებული სიტუაცია. ისე, ძირითადად, ვკითხულობ და ვთარგმნი მხატვრულ ნაწარმოებებს ინგლისური ენიდან ქართულზე. რა ვიცი შეძლებისდაგვარად ვცდილობ, არ გავჩერდე, რადგან ჩემი ცხოვრება და სამუშაო დრო დავამსგავსო იმ პერიოდს, რაც პანდემიამდე იყო და რომელიც ასე ძალიან გვენატრება თითოეულ ჩვენგანს“,- დასძენს მაია ბოლაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.