რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მარტო მთაში – კოვიდისა და სიღარიბის პირისპირ


ქარელიდან სულ რაღაც 10 კმ-ში მდებარეობს სოფელი ზემო ლეთეთი. აქ დღეს 4 ოჯახი ცხოვრობს, აქედან მუდმივად – 2.

სოფელში 1991 წლამდე 30-40 კომლი ირიცხებოდა, თუმცა ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ, სოფელი დაიცალა. ეთნიკური ოსი მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა საცხოვრებლად.

სოფელში საცხოვრებლად დარჩა ნინა კოზანაშვილი და მისი ორი შვილი. როგორ შეძლეს მათ აქ ყოფნა და რატომ გადაწყვიტეს, არ მიეტოვებინათ ლეთეთი?

თითქმის 70 წლის ასაკის ქალი 30 წლის წინანდელ ამბებს ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს, რადგან იმ პერიოდმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მისი დღევანდელი მდგომარეობა მეტწილად იმ პერიოდის მოვლენებსაც უკავშირდება.

1991 წელს ის გამოექცა ოჯახურ კონფლიქტს, რომელსაც გარკვეულ წილად, ეთნიკურმა დაპირისპირებამაც შეუწყო ხელი. ნინა იხსენებს, რომ ის იყო მსხვერპლი არა მარტო, როგორც ქალი, არამედ ეთნიკური ნიშნით დამამცირებელ დამოკიდებულებას მეუღლის მხრიდან განიცდიდა.

,,ერთხელ ავტობუსიდან ჩამომაგდეს, ჩააგდეთ, ოსიაო, ოსიო... მცხეთაში ვმუშაობდი, სამკერვალოში. ძალიან კარგი თანამშრომლები მყვანდა. ყველა პატივს მცემდა. იმათგან არაფერი ცუდი არ მიგვრძნია. ერთ საღამოს მცხეთიდან გამოვყევი ავტობუსს. ჯერ არ მიშვებდნენ ავტობუსში, არ მიღებდნენ კარგს. თურმე, ისეთი ამბები გადაიცემოდა რადიოთი, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ეხლაც არ ვიცი, რას ყვებოდნენ რადიოში. ამ დროს კარს არ მიღებდნენ ავტობუსში. ბოლოს მაინც ავედი, ვყვიროდი, ამიშვით, ამიშვით... როგორც კი გამოვცდით მცხეთას, იქ მდინარის სანაპიროა. ხალხი ყვიროდა, ჩააგდეთ, ჩააგდეთო. ჩამომაგდეს მაინც ავტობუსიდან... ავტობუსის კარი რომ გაიღო, ისიც კი მომხვდა თავში. ერთმა ხელიც კი მკრა. იმ ადგილზე რამდენჯერაც გავივლი ხოლმე, დღესაც სულ ეკალს მაყრის. ვიდექი გზაზე, ვტიროდი, თავშალშემოხვეული... ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა გამოიარა მანქანით. იმან წამომიყვანა სოფლამდე, მოვედი სახლში, ვტიროდი, მწარედ. ჩემი ქმარი მოვიდა და ბავშვებს ეკითხება, რა ატირებსო... ავტობუსიდან ჩამოაგდესო. უი, ამის დედაო... ოსია და ღირსი იქნებოდაო, რამეს ეტყოდაო. მომდგა და ძალიან მცემა. იმის მერე წამოვედი იქიდან ჩემ სოფელში“ - გვიყვება ნინა.

1991 წელს ის ზემო ლეთეთში დაბრუნდა და ცხოვრება ხელახლა დაიწყო. ამას დაერთო ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე. ქარელისა და გორის სოფლებში ყიდულობდა ხილს ყუთებით, მატარებლით მიჰქონდა თბილისში და ამ შემოსავლით ზრდიდა შვილებს. მისი ვაჟი, როგორც ნინა იხსენებს, სწორედ, მასთან ერთად მუშაობასა და წვალებაში გაიზარდა.

ხანგრძლივმა დაუღალავმა შრომამ და წვალებამ დედისა და შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ნინას უკვე მუშაობა აღარ შეუძლია, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მის ვაჟს კი, გულის ოპერაცია გაუკეთეს და მძიმე სამუშაოებს ვეღარ ასრულებს.

,,ასე დავდიოდით ხან გორში, ხან თბილისში, სულ ქირით, სულ სხვის სახლში. ბოლოს უკვე, როცა კი აღარც მუშაობა შემეძლო და აღარც არაფერი, გავჩერდი სოფელში, ჩემი მშობლებიც დაიხოცნენ. ვერასდროს ვერ მოვაგროვეთ იმდენი თანხა, რომ სახლი შეგვეკეთებინა. ჩემი ბიჭი კი თავისი ოჯახით ქარელში ქირით ცხოვრობს. პატარა დახლი ჰქონდა, ისიც მოუნგრიეს, იმ ადგილზე სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდესო. მაინც წვალობს, გულით ნაოპერაციებელია და მუშაობს. სულ ტირილით დადის... ჩვენ მოგვხედოს თუ თავის ოჯახს?! აქ მე და ჩემი გოგო, მეგი ვართ.“ - გვიყვება ნინა.

2020 წლის სექტემბერს ნინა კოზანაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, როგორც თავად ვარაუდობს, შვილისგან დაინფიცირდა, რადგან შვილსაც კორონავირუსი ჰქონდა.

ფილმში ნახავთ ნინას დღევანდელ მდგომარეობას სოფელ ზემო ლეთეთში. ეს სოფელი სარკის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაზე მდებარეობს, სადაც უამრავ ადამიანს გაუვლია.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.