რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ბიზნესმენის დაჭრის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს.

მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს -1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ნ.-სა და რ.გ.-ს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებული მ.ნ.-ის შვილი - ტ.ნ. და დაჭრილი მამაკაცის შვილი - 2001 წელს დაბადებული ს.გ., რომელსაც ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ მ.ნ. და ტ.ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
ორი მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ტროტუარზე
გაჩერებული მესამე მანქანაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მოძრავი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული მესამე მანქანაც. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
11:25 / 16.10.2026
ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ კადეტთა ჩემპიონატის ფინალში რუსეთის
სახელით მოასპარეზე მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი
გახდა. 
ახალგაზრდა ქართველმა მოკრივემ კადეტთა ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. 
10:25 / 16.10.2026
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში
მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
00:05 / 16.10.2026
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა
მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების
მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
19:59 / 15.10.2026
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ,
რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი
ვიდეოკადრები გავრცელდა.
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
19:03 / 15.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.