"ჩვენთან ვაქცინაცია ხორციელდება ვაქცინების შემოტანის პირველი დღიდანვე, რა თქმა უნდა ტემპმა ერთი პერიოდი მოიკლო, მაგრამ მას შემდეგ რაც მთავრობის მიერ დაანონსდა პენსიონერების 200-ლარიანი დანამატი, მნიშვნელოვნად მოიმატა და დღეში ახლა იცრება დაახლოებით 200 ადამიანი. გარდა ამისა ჰოსპიტალს ყავს გამსვლელი ბრიგადები, რომლებიც აცრებს ახორციელებენ სოფლებში", - აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმი.
გორელი პენსიოენერები მთავრობას ერთჯერადი დანამატისთვის მადლობას უხდიან და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
"ერთი წლის წინ გადავიტანე კოვიდი და ახლა ავიცერი. შემეშინდა, ჩემი შვილები, შვილიშვილები უკვე აიცრნენ და ყველას მოვუწოდებ რომ გაიკეთოს ვაქცინა. ეს 200-ლარიანი დანამატი ყველას წაახალისებს, დიდი მადლობა ამისთვის მთავრობას", - ამბობს პენსიონერი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს აიცრა.
"დიდი მადლობა ამ დანამატისთვის, ჩვენთვის ეს დიდი შეღავათია, ან წამალს ვიყიდით, ან პროდუქტს. 88 წლის ვარ და ავიცერი, ყველას მოვუწოდებ აიცრას, რათა კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს ეს ვირუსი", - თქვა ერთ-ერთმა პენსიონერმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც პირველი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. დანამატი უკვე მიიღო 10 121-მა ადამიანმა.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები