რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალთა სამშვიდობო ორგანიზაციის წევრი გარდაიცვალა
ცნობილი ხდება, რომ გუშინ საღამოს სტალინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიმოზა მამაცაშვილი გარდაიცვალა.

მიმოზა მამაცაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქალთა ორგანიზაციებში, წარმოადგენდა სამშვიდობო ორგანიზაციას - ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" 2008 წელს დაფუძნდა. მისი დამაარსებლები იყვნენ მანანა მებუკე და ცხინვალელი ლირა კოზაევი-ცხოვრებოვა. ქართველი და ოსი ქალები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში ხვდებოდნენ. პირველი ასეთი შეხვედრა 2008 წლის ომიდან სულ მალე ბაქოში მოაწყეს და გეგმებიც დასახეს. ცოტა ხანში, ორგანიზაციამ ცხინვალში არსებობა შეწყვიტა, პოლიტიკური ვითარების გამო. საქართველოში კი, სახელწოდება შეიცვალა. 

სწირედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო მიმოზა მამაცაშვილი.

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, დაახლოებით 22 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს ე.წ. ზებრაზე დაეჯახა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ის პიროვნება დადგენილია, ვინც ავტომანქანას მართავდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, პოლიციელთა მიმართ ნდობისა
,,საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, პოლიციელთა მიმართ ნდობისა
11:09 / 29.05.2023
შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილისა და ჯორბენაძის
შემთხვევა ცხინვალის გზატკეცილისა და ჯორბენაძის
22:25 / 27.05.2023
გიგუცა თათრიშვილის თქმით, არის მუზეუმები, სადაც მხოლოდ ის
ადამიანები
გიგუცა თათრიშვილის თქმით, არის მუზეუმები, სადაც მხოლოდ ის ადამიანები
15:50 / 27.05.2023
შემთხვევა მდ. ლიახვის ხიდთან, ტანსაცმლის ბაზრობის მიმდებარე
ტერიტორიაზე მოხდა.
შემთხვევა მდ. ლიახვის ხიდთან, ტანსაცმლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
15:04 / 27.05.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,ცოცვის დროს, აბსოლუტურად ყველა კუნთი და ყველა ქსოვილი არის ჩართული.
,,როცა ჩამოვედი თბილისიდან, გარშემო სულ ტურა და მგლები დაძრწოდნენ.
მსვლელობა გორის სალოტბარო სკოლისა და ანსამბლ ,,რიხის''
"დებატების ჩემპიონატში" 60- მდე 14 - დან 25 წლამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.