კალენდარი
ახალი ამბები
,,ქალს ძალადობის გამო სახლისა და სამსახურის შეცვლა დასჭირდა'' - აცხადებს გორის პროკურორი
ქალს, რომლის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ყოფილი მეუღლე რამდენჯერმე დააკავეს, საცხოვრებელი სახლისა და სამსახურის შეცვლის საჭიროება მაინც დაუდგა.

ამის შესახებ გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი კუპრეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

იგი დაჟინებით ითხოვს, რომ ბრალდებული გასამართლდეს უფრო მკაცრი მუხლით, მაგრამ სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, მისი ეს განცხადება დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლომ პროკურორს აუხსნა, რომ ბრალდებას, რომელსაც იგი მამაკაცს უყენებდა, მტკიცებულებები ჭირდება.

პროკურორი გიორგი კუპრეიშვილი ირწმუნება, რომ კასპელმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა და ეს წლების განმავლობაში გრძელდება.

2021 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებული მხოლოდ ცემის მუხლით გასამართლდა, რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობას, ამ ნაწილში გამართლდა.

პროკურორი კუპრეიშვილი თავის პოზიციას ამყარებს იმით, რომ ბრალდებული მამაკაცი წარსულში, ანალოგიურ ფაქტებზეა გასამართლებული და აუცილებელია მის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება.

როგორც მის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, ბრალდებულს შემაკავებელი ორდენი 2017 წელს გამოუწერეს. თუმცა, ძალადობა გააგრძელა.

,,ყოფილ მეუღლეზე სისტემატურად ახდენდა უკანონო თვალთვალს, ხვდებოდა და მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ნებართვის გარეშე შედიოდა მასთან სახლში, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც დაზარალებულს შეექმნა საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის შეცვლის რეალური საჭიროება.'' - გჰანაცხადა პროცესზე პროკურორმა.

2017 წლის შემდეგ, მამაკაცი მეორედ 2019 წლის ივნისში დააკავეს. მეორე განაჩენით, აეკრძალა მსხვერპლსა და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი – ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა ან/და იმყოფებოდა; ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, იმავე წლის ნოემბერში, ის მაინც ქალის სახლს მიუახლოვდა. პოლიციამ 2019 წლის 26 ნოემბერს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

ერთი თვის შემდეგ, პროკურორის განცხადებით, 2019 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მთვრალი მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით. იგივე განმეორდა 2020 წელსაც.

,,მთვრალმა მამაკაცმა ეჭვიანობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში და ბეტონის საფარზე წააქცია, დანის დემონსტრირებით ყოფილ მეუღლეს – დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით.'' - აღნიშნა პროკურორმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ასე ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების დროულად მოგვარებას.
18:40 / 25.01.2022
სკოლების რეაბილიტაციის პროცესში ინდმეწარმე ლევან ნადირაძე მეორე
ყველაზე დიდი კონტრაქტორი იყო
სკოლების რეაბილიტაციის პროცესში ინდმეწარმე ლევან ნადირაძე მეორე ყველაზე დიდი კონტრაქტორი იყო
16:25 / 25.01.2022
ჯერ კიდევ 2021 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკის საჭიდაო სკოლამ
გამოაქვეყნა აფიშა,
ჯერ კიდევ 2021 წლის 16 ნოემბერს, ნიუ-იორკის საჭიდაო სკოლამ გამოაქვეყნა აფიშა,
15:40 / 25.01.2022
გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგგომარეობა კვლავ შეფასებულია
უმძიმესად.
გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგგომარეობა კვლავ შეფასებულია უმძიმესად.
15:13 / 25.01.2022
"გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა
13:23 / 25.01.2022
ვიდეორეპორტაჟი
იხსენებს, რომ ძალიან მცირე ასაკში სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო.

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
ლევიტანა - (PHOTO/VIDEO)
სოფელი ლევიტანა მდინარე ტანას ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.