რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
#ავიცრათერთმანეთისთვის - კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერებისა და ცნობილი სახეების მორიგი შეხვედრა
#ავიცრათერთმანეთისთვის - კამპანიის ფარგლებში, ინფლუენსერებისა და ცნობილი სახეების მორიგი შეხვედრა სასტუმრო „თეორიაში" გაიმართა

ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტს - „პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ ინფლუენსერები, ბლოგერები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.



პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და კომპანია „ქოლგას“ ორგანიზებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, სასტუმრო „თეორიაში“ მსოფლიოში სხვადასხვა დროს არსებული პანდემიის ამსახველი ფოტოისტორიები გამოიფინა.

გაიმართა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაც, სადაც მონაწილეებმა იდეები გაცვალეს და კამპანიის სამოქმედო გეგმასა და ღონისძიებებზე, ასევე დაწესებულ რეგულაციებსა და უსაფრთხო ზომებზე ისაუბრეს. გამოფენისა და სამუშაო შეხვედრის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მომდევნო შეხვედრაც დააანონსეს, რომელიც, მათი განცხადებით, უფრო მასშტაბური იქნება.



პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ხასიათის გამოფენები 2022 წლიდან გაგრძელდება.

„სასტუმრო თეორიაში მოეწყო ჩვენი გამოფენის „პანდემია, მსოფლიო და ისტორია“ შემაჯამებელი გამოფენა. ის ეძღვნება პანდემიების ისტორიას, რომლებიც ვითარდებოდა მსოფლიოში და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ ისტორიული დოკუმენტები, თუ როგორ ებრძოდა კაცობრიობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა პანდემიას. 2022 წლიდან კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრას“, - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.



სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, კომპანია Influencer.ge-ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა აცხადებს, რომ პანდემიის დასასრულებლად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

„პანდემია დაძლევადია და ჩვენი შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ სწრაფად დავასრულოთ პანდემია. ამისთვის კი საჭიროა სწორი ინფორმაციის მიღება - ზრუნვით და სიყვარულით“,- ამბობს ნინა პერტენავა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია კომპანია „ქოლგა“. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გამოფენა საქართველოს ათივე რეგიონში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მოხარული ვარ, რომ გამოფენამ, რომელმაც საქართველოს 10-ვე რეგიონი მოიარა და დიდი ინტერესი გამოიწვია, დღევანდელ შეხვედრაზეც დიდი მოწონება დაიმსახურა. დამსწრე საზოგადოების მიერ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გახმიანდა და აღინიშნა, რომ ეს უნიკალური საარქივო მასალა საზოგადოებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ის იმ მოვლენებს ეხება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაძლიეს და მათი მაგალითებით უნდა შევძლოთ დღეს არსებული გამოწვევის, რომელსაც კოვიდპანდემია ეწოდება, გამკლავება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ამ ისტორიული ფაქტების მონაცემებით, სხვადასხვა პერიოდში გავრცელებული პანდემიები სწორედ ვაქცინაციის პროცესით იქნა დაძლეული", - განაცხადა ანა ჩანგიანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.