რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ახალგორის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ახალგორის რაიონში რუსეთის სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ბეჟიტაშვილი ნ. და 1980 წელს დაბადებული ელიზბარაშვილი კ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,კგბ'' აცხადებს, რომ დაკავებულებს ახალგორის რაიონში უნებართვოდ შეჰქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

შემთხვევა ახალი წლის წინა დღეს, 2021 წლის 30 დეკემბერს მოხდა.

როგორც ,,კგბ'' იტყობინება, ე,წ, კონტრაბანდულ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ასევე ის პირებიც, რომლებიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან. კგბ-მ მათ მიმართაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც კგბ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაქცევა მოასწრო ერთმა მოქალაქემ - 1977 წელს დაბადებულმა დ. მიშელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ვაყა - აძვისის მონაკვეთზე მანქანა
მოცურდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ვაყა - აძვისის მონაკვეთზე მანქანა მოცურდა.
12:27 / 04.07.2026
პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი
ნივთმტკიცებად ამოიღო.
პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
10:52 / 04.07.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში წყლის პროექტზე სამუშაოდ
შესაძლოა, სპეციალისტი რუსეთიდან, ქალაქ იაროსლავიდან
ჩამოიყვანონ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში წყლის პროექტზე სამუშაოდ შესაძლოა, სპეციალისტი რუსეთიდან, ქალაქ იაროსლავიდან ჩამოიყვანონ.
16:28 / 03.07.2026
გორის მერიაში 40-ზე მეტი პოზიცია უქმდება, იქმნება - 3
გორის მერიაში 40-ზე მეტი პოზიცია უქმდება, იქმნება - 3
13:50 / 03.07.2026
2026 წლის 14-18 ივლისს გორში გიორგი კანდელაკის სახელობის
ტურნირი გაიმართება კრივში.
2026 წლის 14-18 ივლისს გორში გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი გაიმართება კრივში.
13:03 / 03.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.