კალენდარი
ახალი ამბები
გენადი ბესტაევი სამკურნალოდ კლინიკა ,,რედიში'' გადაიყვანეს
გენადი ბესტაევი გადმოვიყვანეთ პალიატიურ კლინიკა რედში. ამის შესახებ განცხადებას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგგომარეობა კვლავ შეფასებულია უმძიმესად. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს.

,,ღმერთმა დიდი ხანი აცოცხლოს გენადი, მაგრამ მისი ეს უმძიმესი მდგომარეობა და ნებისმიერი ნეგატიური შედეგი 100% საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობა არის და იქნება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ადამიანის ურთულეს მდგომარეობას განიცდის და მადლობა მათ, ვინც მისი მკურნალობის 100% დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.'' - აღნიშნავს ქაცარავა.

2021 წლის 16 ნოემბერს, ბესტაევი ცხინვალიდან თბილისში გადაიყვანეს. "ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გენადი ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, 2020 წლის ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დააკავეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბესტაევმა ე.წ. საზღვარი რამდენჯერმე დაარღვია და, შესაბამისად, მკაცრი სასჯელი მიესაჯა. სინამდვილეში, მავთულხლართები გენადი ბესტაევის სახლზე გადის. როგორც ზარდიანთკარში ყვებიან, კონფლიქტი რუს სამხედროებთან ხშირად მოსდიოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
57 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე
გარდაიცვალა.
57 წლის მამაკაცი მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.
17:47 / 24.05.2022
ღონისძიება აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ჩაატარეს.
ღონისძიება აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
15:31 / 24.05.2022
,,კრება ამ პატარა ოთახში ჩატარდა, რამდენიც დავეტიეთ, იმდენნი
ვიყავით.
,,კრება ამ პატარა ოთახში ჩატარდა, რამდენიც დავეტიეთ, იმდენნი ვიყავით.
14:27 / 24.05.2022
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ
ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა

გასული თვის პოპულარული სიახლეები
აღდგომას დილით ქალი ლურჯ ავტობუსში შველას ითხოვდა
- დედა, იცი, ეხლა ავტობუსში ერთი ქალი იყო, შველას ითხოვდა, ამბობდა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.