რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ბელარუსის პრეზიდენტი განმარტავს, თუ როდის აღიარებს ,,სამხრეთ ოსეთს''
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ საჭირო
გახდება და პრეზიდენტი პუტინი ეტყვის, მზად არის სამხრეთ ოსეთისა და
აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
ამის შესახებ მან კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა, განაცხადა, რომლის თარგმანს რადიო თავისუფლება აქვეყნებს.
სოლოვიოვის მიერ დასმულ შეკითხვას, "როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?", ლუკაშენკამ თავადაც შეკითხვით უპასუხა: "არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?".
სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ "ყოველთვის არის", ლუკაშენკამ თქვა: "როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი (რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს".
ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხცადა, რომ "საქართველო არასდროს დასხმია თავს სამხრეთ ოსეთს. იყო იქ გიჟი და მასთან ერთად სხვები, წაქეზებული ამერიკელების მიერ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს".
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბელარუსისგან ელოდება "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას. ამის შესახებ, როგორც სააგენტო "ტასი" იუწყება, ბიბილოვმა ჟურნალისტებს დღეს, 16 ნოემბერს, მოსკოვში განუცხადა. ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა ოსური ლიტერატურული პრემიით, "ბულამარგით" დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კულტურის ცენტრში გაიმართა.
"ჩვენ აღიარებას ველოდებით არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვთვლი, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს, აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ჩვენს ხალხებს შორის არსებული ძმური ურთიერთობები რესპუბლიკის აღიარების საფუძველია", - განაცხადა ბიბილოვმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ "სამხრეთ ოსეთის" აღიარება გაგრძელდება. როგორც ბიბილოვმა თქვა, "სამხრეთ ოსეთს" სურს მშვიდობიანი თანაცხოვრება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ისე მთელი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან.

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები