რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა
გორში ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი გაიხსნა. დღეს, გორელებისთვის საყვარელი რეცეპტარის დაბადების დღეა.

ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, ოჯახის წევრებთან ერთად, ძეგლთან შეიკრიბნენ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრიფონ გამსახურდიას ხსოვნას და მის ღვაწლზე ისაუბრეს.

ცნობილი პროვიზორი და უნიკალური მალამოების ავტორი, ყველასათვის საყვარელი ,,ძია ტრიფონა" დაიბადა 1896 წლის 11 თებერვალს სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, ოჯახთან ერთად, გორში ცხოვრობდა.

გამსახურდიამ გორის ცენტრალურ აფთიაქში 60 წელზე მეტხანს იმუშავა. იყო აფთიაქის რეცეპტარიც, მუშაობდა კასპის რაიონის სოფელ წითელქალაქის აფთიაქის გამგედ, სხვადასხვა პერიოდში იყო პროფკავშირის სამაზრო და საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის აფთიაქის გამგე, გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ.

ტრიფონ გამსაურდიას გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ტექნიკით - რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებითა და ბიოქიმიის ლაბორატორიით.

ტრიფონ გამსახურდია არჩეულია გორის საპატიო მოქალაქედ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე
ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
გაასახლა. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭიღლაძის თქმით, გამოსახლების
მიზეზი ვალი გახდა, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაასახლა. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭიღლაძის თქმით, გამოსახლების მიზეზი ვალი გახდა, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
15:45 / 12.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მიერ ურბნისში ქადაგებისას „ქართული
ოცნების“ გაკრიტიკებას მმართველი გუნდის წევრებისა და
პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რაზეც დეკანოზმა
„ფორმულასთან“ ისაუბრა.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მიერ ურბნისში ქადაგებისას „ქართული ოცნების“ გაკრიტიკებას მმართველი გუნდის წევრებისა და პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რაზეც დეკანოზმა „ფორმულასთან“ ისაუბრა.
15:08 / 12.11.2026
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის
აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების
პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ
ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
12:43 / 12.11.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს მომხდარი
დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს,
ნივთმტკიცებად კი იარაღი და ტყვიები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს, ნივთმტკიცებად კი იარაღი და ტყვიები ამოიღეს.
11:13 / 12.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.