რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორელი მშენებლების თქმით, მოთხოვნა მხოლოდ ქალაქის ცენტრში აშენებულ ბინებზეა
გორის მერიაში, ქალაქის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებს შეხვდნენ მშენებელი და სამაკლერო კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის შეხვედრა 2020 წელს შედგა. 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები: გიორგი კანდელაკი და ოფელია მაკრახიძე. მათი ინფორმაციით, გორში სულ 5 დეველოპერული კომპანია მუშაობს.

რაც შეეხება მერიას, მისი მხრიდან შეხვედრას ეკონომიკური სამსახურის უფროსი გია პაპიტაშვილი ესწრებოდა, ასევე, შეხვედრაზე იყვნენ სამაკლერო კომპანიების წარმომადგენლებიც.

qartli.ge გაგაცნობთ სხდომის ოქმის შინაარსს:

კითხვა: სტალინის ქუჩაზე 1 კვ.მ ბინის ღირებულება შეადგენს 1207 ლარს, ასევე 1000 და 915 ლარს და ა.შ., ასევე, როგორია ფასის დაკლების რეალური მაჩვენებელი?

- გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის ქონების, ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილებების; გორის დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის; სამაკლერო ორგანიზაციის წარმომადგენლების პოზიცია:

- სტალინის ქუჩა ყველაზე ძვირადღირებული ქუჩაა ქ. გორში.

- ცენტრში 1 ოთახიანი (სტანდარტული პროექტი 58 კვ.მ) ბინის ღირებულება მერყეობს 20000 ამერიკული დოლარის ფარგლებში.

- სტალინის ქუჩაზე 2 ოთახიანი (48 კვ.მ) გაიყიდა 25500 ამერიკულ დოლარად, შეთავაზებული ფასის დაკლების მარჯა კი ძალიანი დაბალი იყო.

- გარემონტებული ახალაშენებული 1 კვ.მ ბინის ღირებულება შეადგენს 430 ამერიკულ დოლარს.

- სამეფოს ქუჩაზე აშენებულ კორპუსში გარემონტებული ბინის 1 კვ.მ-ის ღირებულებაა 430 ამერიკული დოლარი.

- ძველი მერიის მოედნის ტერიტორიაზე 1 კვ.მ ბინის ღირებულება შეადგენს 500 ამერიკულ დოლარს.

- ჭალაში ბინები ძალიან იაფია.

- ცენტრის გარდა იმდენად ნაკლებია ბინებზე მოთხოვნა, რომ ერთ-ერთი ახალ აშენებულ კორპუსში, სადაც 1 კვ.მ 320 ამერიკული დოლარი ღირს, მხოლოდ 7 ბინაა გაყიდული.

- მოედანთან, საკრებულოს გვერდით 1 კვ.მ გარემონტებული ბინის მაქსიმალური ღირებულება შეადგენს 500 ამერიკულ დოლარს. თეთრი კარკასი კი - 400-420 ამერიკულ დოლარს.

კორპუსის სიმაღლე შეადგენს 8 სართულს რომელიც განთავსებულია 1200- 1300 კვ.მ ფართზე. კოეფიციენტებით გამოდის K2-3. ეზოს წილი შეადგენს 50% დან 60%- მდე.

8-სართულიანი კორპუსის აშენების ღირებულება მიწის ღირებულების ჩათვლით მერყეობს კვადრატულ მეტრზე 350 ამერიკული დოლარის ფარგლებში, მშენებლობის ძველი სტანდარტის მიხედვით.

8-სართულიანი კორპუსზე დაბალი სახლის საბაზრო ღირებულება იქნება 500 ამერიკული დოლარი.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ გორში სამშენებლო მასალები შემოდის თბილისიდან, რაც ზრდის მშენებლობის ღირებულებას.

5000 კვ.მ აშენება დასრულდა 18 თვეში.

1117 კვ.მ მიწის ფართის ღირებულება შეადგენდა 140000 ამერიკულ დოლარს, თუმცა მიწის ღირებულება გაიზარდა - 1 კვ.მ მიწა ღირს 350 ამერიკული დოლარი, 200 ამერიკულ დოლარად ფიზიკურად არ ყიდიან.

წმინდა სამშენებლო ფართის ღირებულება (1 კვ.მ) არის 220-250 ამერიკული დოლარი.

კითხვა: რამდენად ხშირად იყიდება ახალი აშენებული ბინები. რამდენი დეველოპერია სულ გორში. ამხანაგობის ტიპის მშენებლობა თუ ფიქსირდება.

პასუხი: აღინიშნა, რომ ძალიან ძნელად იყიდება ახალაშენებული ბინები, რის გამოც 3-5 წლიან უპროცენტო განვადებასაც (როგორც დასრულებულ ბინაზე, ასევე მშენებლობის პროცესის დროს) კი სთავაზობენ კლიენტებს. ამის ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ნდობის ფაქტორი. თუმცა ითქვა, რომ მშენებლობის დაწყების პირველ წელს 50 % გაყიდვა დაფიქსირდა.

- ერთ-ერთი ახალაშენებულ კორპუსში 83 ბინიდან მხოლოდ რამდენიმე ბინაა გაყიდული.

- დეველოპერების რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 5 ერთეულს, ამხანაგობის ტიპის მშენებლობები არ ფიქსირდება.

- მშენებლობის ნებართვების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წმინდაწყალზე დაწყებული მშენებლობა გაჩერებულია.

- ბინის მაქსიმალური ფართი რაც, გაყიდულა არის 90 კვ.მ. ძირითადი მოთხოვნა მოდის 48-60 კვ.მ ფართის ბინებზე.

კითხვა: თუ შენდება კერძო სახლები. როგორია მწვანე უბნის ტენდეცია. როგორც ცნობილია გრუნტის წყლების პრობლემა არსებობს.

- კერძო სახლები იშვიათად შენდება, სულ მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10, და ყველა თვითონ აშენებს.

- ქ. გორსა და გორის რაიონს შორის არ არის ზღვარი, ეს კი არ იძლევა მწვანე უბნის შეთავაზების საშუალებას.

- გრუნტის წყლების პრობლემაა წმინდა წყალზე, მხოლოდ პერიფერიაში. თუმცა დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს წყლების და სხვა სახის წინააღმდეგობების გამკლავება შესაბამისი თანამედროვე კონსტრუქციებით.

- აღინიშნა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია არანაკლებ 15-16 სართულიანი კორპუსების მშენებლობა. რეგიონში ბიზნესის განვითარება კი უზრუნველყოფს ხალხის რეგიონში დამაგრებას.

კითხვა: უცხო ქვეყნის მოქალაქის რამდენი პროცენტი ყიდულობს ბინებს გორში. როგორია გორში ცარიელი ბინების მაჩვენებელი.

პასუხი: აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

- ძალიან ცოტაა დაკეტილი ბინების რაოდენობა, შეიძლება ამის მაქსიმალური მაჩვენებელი იყოს 100 ერთეული, რადგან ძირითადად ბინები გაქირავებულია.

კითხვა: გორი დაყოფილია რამდენიმე ზონად და ქვე ზონად, რამდენად რეალურია ასეთი ტიპის დაყოფა.

პასუხი: აღინიშნა, რომ გორის ასეთი დაყოფა შეუძლებელია, უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ კულტურული ცენტრალური უბანი სტალინის სახლ-მუზეუმის და გორის ციხის მხრიდან, ადმინისტრაციული ცენტრი და დანარჩენი ქალაქი ერთიან ზონად.

- ამ ორი ცენტრის გარეთ შესაძლებელი უნდა იყოს 15-16 სართულიანი კორპუსების მშენებლობა, რომ მოხდეს ქალაქის განვითარება.

- დეველოპერების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ თბილისი არ გახდეს გორისთვის მისაბაძი ზონების და შეზღუდვების ჭრილში, როგორც ორი სრულიად განსხვავებული ქალაქი, რაზეც საპროექტო ჯგუფმა აღნიშნა, რომ დიდი ქალაქების მაგალითი ზონირების დაყოფის მხრივ შეუსაბამოა გორისთვის.

- საპროექტო ჯგუფის მხრიდან ასვე აღინიშნა, რომ ზონირების დადგენის შემთხვევაში ამოქმედდება ნორმატიული აქტი- 59-ე დადგენილება, სადაც მითითებულია დადგენილი კოეფიციენტები ზონების შესახებ. ამ კანონით ხელმძღვანელობს საპროექტო ჯგუფი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების პროცესში.

კითხვა: როგორია ბინის ქირა ახალ აშენებულ კორპუსში.

- დაახლოებით 50 კვ.მ ბინის (ახალაშენებეულ კორპუსში) ქირა შეადგენს 250 ამერიკულ დოლარს.

- ცენტრის გარეთ, კარგად გაკეთებული ბინის ქირა შეადგენს 200-დან 300 ლარს, როგორც 45-48კვ.მ ისე 28 კვ.მ ფართის მქონე.

- ძირითადად ქირავდება მცირე ფართის ბინები.

- მქირავებლები არიან ეუთოს თანამშრომლები (10 ასეთი ბინა ფიქსირდება) და ახალგაზრდა წყვილები.

- სტუდენტები და რაიონიდან ჩამოსული გორში მომუშავე პირები ბინებს ქირაობენ შედარებით დაბალ ფასად.

კითხვა: სასტუმროს მშენებლობა თუ არის მომგებიანი.

- თბილისთან სიახლოვის გამო სასტუმროს მშენებლობა არ არის მომგებიანი, თუმცა შენდება ერთი ახალი სასტუმრო.

- აღინიშნა, რომ ატენის ხეობისკენ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ე.წ. "კემპინგის" სივრცე.

კითხვა: მდინარე მეჯუდას მიღმა ტერიტორიის განვითარება რამდენად რეალურია, როგორც მწვანე სივრცე. თუ იქნებოდა ამ ტერიტორიაზე განვითარების ინტერესი.

- შესაბამისი კომუნიკაციებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის პირობებში, შესაძლოა ამ მიწაზე იყოს დაინტერესება 15-20 წლიან პერსპექტივაში, თუმცა ამ ადგილის ჭარბტენიანობიდან გამომდინარე, რთული იქნება საძირკველის მოწყობა, სადაც ბუნებრივი ნალექების დამატების შედეგად ისედაც ჭაობი წარმოიქმნება.

- დღეს იქ ინვესტიცია წამგებიანია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.