რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
კოკოითი აღშფოთებულია, რომ ბიბილოვის ხელისუფლებაში 10-მე მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს
,,სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 6 დეპუტატს, პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრებს, საქართველოს მოქალაქეობა აქვს'' - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

10 აპრილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 14 მსურველიდან საარჩევნო კომისიამ 4 კანდიდატი დაამტკიცა. კოკოითი კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატის მიღმა დატოვეს.

ერთ-ერთ კაფეში შეხვედრის დროს, გაღიზიანებულმა კოკოითმა განსაკუთრებული ყურადღება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოქალაქეობის შესახებ გაამახვილა.

,,სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დინა გასიევა, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს ოფიცრის მეუღლე, საქართველოს მოქალაქეა. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 6 დეპუტატს, პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრებს, საქართველოს მოქალაქეობა აქვს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს.'' - აცხადებს კოკოითი.

დინა გასიევა გამოეხმაურა კოკოითის ბრალდებას და მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. გასიევას თქმით, მის ძმას, ორი წლის წინ, პეტრე გასიევს ქართული ნომრიდან დაურეკეს და დააშანტაჟეს. პეტრე გასიევმა სამართალდამცავებს მიმართა, თუმცა ვერ დაადგინეს ზარის ავტორის ვინაობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ბაღიდან 500 კილოგრამამდე
ატამი წაიღეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ქურდობა ხშირია.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ბაღიდან 500 კილოგრამამდე ატამი წაიღეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ქურდობა ხშირია.
17:38 / 06.09.2026
ძამის ხეობის გზაზე უმეთვალყურეოდ მყოფი ცხენების გამო ავტოსაგზაო
შემთხვევის რისკი გაიზარდა. მოქალაქეები უწყებებს რეაგირებისკენ
მოუწოდებენ.
ძამის ხეობის გზაზე უმეთვალყურეოდ მყოფი ცხენების გამო ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი გაიზარდა. მოქალაქეები უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
16:23 / 06.09.2026
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლას
კოლეჯ „ქართლის“ შენობის ნახევარი ფართობი გადაეცემა.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლას კოლეჯ „ქართლის“ შენობის ნახევარი ფართობი გადაეცემა.
14:22 / 06.09.2026
გორის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. გოგონა კლინიკაში
გარდაიცვალა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი დაკავებულია.
გორის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი დაკავებულია.
13:17 / 06.09.2026
ქარელში 2024 წელს დასრულებული მზოვრეთის გზა, რომელზეც 2.3 მილიონი
ლარი დაიხარჯა, მასშტაბურად დაზიანდა.
ქარელში 2024 წელს დასრულებული მზოვრეთის გზა, რომელზეც 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, მასშტაბურად დაზიანდა.
12:16 / 06.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.