რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,იძებნება'' კომპანია, რომელმაც ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიატოვა
2022 წლის 13 აპრილიდან ,,იძებნება’’ კომპანია, რომელმაც 2020 წელს ხაშურის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა მშენებლობა არაერთხელ მიატოვა. თავდაპირველად, სამუშაოები 2021 წლის 15 მარტს შეჩერდა. ერთი წლის განმავლობაში არკვევდნენ იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა რეაბილიტაციის განხორციელება.

კომპანია, რომელმაც ხაშურში, თითქმის 1 მლნ-იან პროექტი ვერ განახორციელა, ,,ინშაათ საქართველოა’’. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას უკვე გადაურიცხეს ნახევარი მილიონი ლარი, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად შეასულა.

2022 წლის 13 აპრილს საჯაროდ გამოქვეყნდა შეტყობინება,
რომლის მიხედვით კომპანია ,,ინშაათ საქართველომ“ უნდა განმარტოს, თუ რატომ ვერ შეასრულა სამუშაოები ჯეროვნად.

ეს ის კომპანიაა, რომელიც შიდა ქართლში ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის პერიოდში გამოჩნდა. ამ კომპანიამ გორშიც ვერ დაასრულა სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლბა. უფრო მეტიც, გორში იმდენად უხარისხოდ იყო სამუშაოები, რომ კონსტრუქციები დაანგრიეს. ეს ხდებოდა 2017-2018 წლებში.

აღნიშნულმა კომპანიამ კი 2020 წელს ხაშურში, კულტურის სახლის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიწყო. ტენდერში გაიმარჯვა და მიუთითა 904 000 ლარი.

აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია ხაშურიდანაც გაიქცა. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 15-ჯერ შევიდა.



ხაშურის კულტურის სახლში სამუშაოები 2021 წლის 15 მარტს შეჩერდა. კომპანიის დირექტორმა შოთა ბაღათურიამ ხაშურის მერიას განუმარტა, თუ რატომაც შეაჩერა სამუშაოები. მისი წერილიდან ირკვევა, რომ პროექტი არ შეესაბამება რეალობას.

,,ინშაათ საქართველომ’’ ხაშურის მერის მაშინდელ მოვალეობის შემსრულებელს ზვიად ქურდაძეს ჩამოუთვალა ის კონკრეტული სამუშაოები, რაც დამატებით იყო შესასრულებული.

ხაშურის მერიაში შეისწავლეს საკითხი, განიხილეს შეთავაზებული ვერსია, თუმცა ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდათ. კერძოდ, ხაშურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2021 წლის 19 აპრილს ,,ინშაათ საქართველოს’’ ჰკითხა:

- თუ კი, დარბაზის განათების რაოდენობა მცირდება, ამოღებულია განათების მარეგულირებელი, ცვლილება ხომ არ გამოიწვევს დარბაზის განათების გაუარესებას?

- რატომ იზრდება სადენების რაოდენობა, როცა მოთხოვნილია სანათების შემცირება?

- რატომ არ მცირდება კაბელი, მაშინ როცა მცირდება განათების მასალების რაოდენობა და ლოკაციები?

- რატომ არის ამოღებული აკუსტიკური პანელების მოწყობა? რატომ არის ამოღებული საოპერატორო ხიდის მოწყობა. ხიდის კონსტრუქციის გარეშე სცენის ფუნქციონირება არასრულყოფილი იქნება?

- რატომ მცირდება აივნის იატაკის მოცულობა 168-დან 56-კვ.მ.-ზე, თუმცა არ მცირდება წებოს რაოდენობა?

- რატომ არის ამოღებული სცენის ფარდების მექანიზმის შეკეთების სამუშაოები, რატომ?



ზვიად ქურდაძე თავის წერილში კომპანიას დამატებით განუმარტავს:

,,დარბაზის აღჭურვილობა და ტექნიკით მონტაჟი, სუსტი დენების მოწყობა, მათ შორის დარბაზის გახმოვანება წარმოადგენს პროექტის განუყოფელ ნაწილს და პროექტში არსებული მასალების ტიპების თავსებადობაზე, შესაბამისად მოთხოვნილი ცვლილებების განხილვა მოხდება არგუმენტურილებული დასაბუთების საფუძველზე, სრულყოფილი და სწორი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.’’ - წერდა ზვიად ქურდაძე.

2021 წლის 6 მაისს კომპანიამ მერის მ/შ-ს ზვიად ქურდაძეს უპასუხა:

- სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სანათების კორექტირებული რაოდენობა სრულად აკმაყოფილებს დარბაზის განათებისთვის საჭირო მოთხოვნებს.

- საპროექტო დოკუმენტაციაში არ არის ნაჩვენები აკუსტიკური პანელის მოწყობა. გახმოვანების სისტემის გაუმჯობესების მიზნით შეიცვალა გახმოვანების სისტემის პროექტი აპარატურის ჩათვლით, რაც გამორიცხავს ე.წ. აკუსტიკური პანელის მოწყობის საჭიროებას.

- სპეციალისტების შეფასებით არსებული საპროექტო ხიდი ვერ დააკმაყოფილებს სცენის განათებისათვის საჭირო სტანდარტებს. ის ვერ გაანათებს ავანსცენას. სანაცვლოდ, ჩვენ შემოგთავაზეთ ახალი სანათი სისტემების მოწყობის პროექტი.

- არსებული სახურავი არის მოწყობილი ჩაკეტვის წესით მოთუთიებული ფენილით, რაზეც ფროფილირებული ფენილის მოწყობა შეუძლებელია. შეიცვალა 60 კვ.მ ფენილი, რაც იწვევდა წყლის გაჟონვას.

- სპეციალისტების შეფასებით, ფარდებისა და სანათების მექანიზმები არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს. ის არ იმუშავებს, შესაბამისად, ჩვენს მიერ იყო ე.წ. არლეკინის პროექტი. ეს პროექტი ამოვიღეთ და ისევ დავუბრუნდით თავდაპირველ მოთხოვნებს. კომპანია მზად არის შეასრულოს სანათი სისტემებისა და ფარდების მექანზმების მოწყობის სამუშაოები, მაგრამ უსაფრთხოებაზე და გამართულობაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

2021 წლის ივლისში, ,,ინშაათ საქართველოს“ პრეტენზიები გაუგზავნეს საპროექტო ორგანიზაციას. საპროექტო ორგანიზაციამ ჩაატარა რევიზია საკუთარ პროექტზე და დაადგინა, რომ სრულიად შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. დამტკიცდა ცვლილებები.

2021 წლის ნოემბერში ,,ინშაათ საქართველოს“ გადაურიცხეს შემდგომი ეტაპის თანხა, დაახლოებით 70 000 ლარი. ხაშურის მერიამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულეს უახლოვდება, თუმცა...

2022 წლის 13 აპრილს ირკვევა, რომ ,,ინშაათ საქართველომ“ სამუშაოები მაინც არაჯეროვნად შეასულა და შავ სიაში მის შეყვანას ითხოვენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.