რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
მოქალაქე აცხადებს, რომ კავთისხევის წარმომადგენელმა აგინა
ფეისბუქზე აქტიურობის გამო კასპის სოფელ კავთისხევში მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ. ბრალდების ადრესატი მერის წარმომადგენელი მიხეილ კელაპტრიშვილი და მისი შვილია.

სოფლის ჯგუფში ერთ-ერთი მოქალაქე წერს, რომ მამა-შვილმა გალანძღა. ამ განცხადების მიხედვით, მერის წარმომადგენელმა აგინა კიდეც:

,,ხმა რომ ამოვიღე წყლის პრობლემაზე, გენახათ რა პირით მლანძღეს, პროვოკატორი ხარო.. მერე განცხადება მივიტანე, უამრავი ხალხის ხელმოწერილი და ყველას სათითაოდ ჩამოუარა სახლში დიდი საყვედურებით, როგორ გაბედეთ და ხმა ამოიღეთ წყალზე, ვის უწერთ ხელს განცხადებაზეო... მერე შვილმაც მლანძრა და თავადაც მაგინა მიშიკომ." - წერს მოქალაქე საჯაროდ.

კიდევ ერთი მოქალაქე წერს, რომ სოფლის წყლის ავზი შენობის სარდაფშია, საიდანაც წყალს სათლებით ეზიდებიან, ტენდერები კი მერის წარმომადგენლის ახლობელზეა მორგებული, თუმცა პრობლემა ვერ გვარდება.

მიხეილ კელაპტრიშვილს დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ კელაპტრიშვილმა სოფელში გარეგანათება დააყენა და გზა დააგო. წყლის ავზს კი საკუთარი ხელით ასუფთავებსო.

თავად კელაპტრიშვილი დისკუსიაში ღიად არ ერთვება. თუმცა მოქალაქე წერს, რომ მერის წარმომადგენელი პირადად უკავშირდება მათ, ვინც უარყოფით კომენტარებს წერს და მათთან საქმის გარჩევას იწყებს. ამის დასადასტურებლად მიმოწერის სქრინიც დადო.

რაც შეეხება წყლის პრობლემას, მოქალაქეების აქტიურობის შედეგად, საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ოფიციალურ სტრუქტურებს საკითხის შესწავლა დაავალა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.