|
10 წლის ბაჩო, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გარეჯვარში ველოსიპედით მოძრაობისას დაშავდა და რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, კვლავ მოედანზეა.
თანატოლებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
ბაჩო ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როდესაც მას ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი დაუკავშირდა.
„შენ იქნები ყველა იმ ადამიანისთვის მაგალითი, რომელიც ცხოვრებაში პატარა სიძნელეებს წააწყდება და ყველას ბაჩო გაახსენდება. ყველაფერს გადალახავ, დაიჯერე, ქოჩორასი.“ - მიმართავდა გიორგი ქოჩორაშვილი ბაჩოს.
ბაჩო 3 ივლისს დაშავდა. მკურნალობის პროცესში ექიმების მხრიდან შესაძლო შეცდომის ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები