რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
6 წლიანი ბრძოლა მამა-პაპისეული მიწის დასაბრუნებლად

ქარელის მუნიციპალიტეტში დაბადებულმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ მისი მამა-პაპის მიწა სხვა პირის სახელზეა გაფორმებული და შემდეგ უკვე მესამე პირზეც გაყიდული.

მამა-პაპის მიწის დასაბრუნებლად 6 წელია იბრძვის. 2020 წელს საჯარო რეესტრს მიმართა, საიდანაც უარით გაისტუმრეს. გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირ ჩაიწერა, რომ ი.გ. „უცხოელია“.

საქმე ქარელის ერთ-ერთ სოფელში მდებარე 1164 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს ეხება. ი.გ-ს თქმით, მიწას მისი ოჯახი 1980-იანი წლებიდან და უფრო ადრეც ფლობდა და საკარმიდამოდ იყენებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ი.გ-მ მიწის რეგისტრაციის მოთხოვნა 2020 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრმა უარით გაისტუმრა, ერთი იმ მიზეზით, რომ ,,უცხოელია'', მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მიწა უკვე სხვაზეა გაფორმებული.

ხაშურის სასამართლოში მიწის ისტორიის შესწავლისას გაირკვა, რომ ქონება სხვა პირზე მერის წარმომადგენლის ცნობის საფუძველზე დაარეგისტრირეს. მერის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ადგილზე არც ყოფილა და არც დაუთვალიერებია. მას უნდა გამოეკვლია, მაგალითად, თუ როდის ააშენა ახალმა მფლობელმა იქ სახლი.

სასამართლომ ასევე აღმოაჩინა შეუსაბამობა საკომლო ჩანაწერებში. 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერში სახლის აშენების წლად 1993 წელია მითითებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს და სხვა გარემოებები საჯარო რეესტრს სათანადოდ არ ჰქონდა გამოკვლეული.

საბოლოოდ, ხაშურის სასამართლომ საჯარო რეესტრს საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა. საჯარო რეესტრი დღემდე ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა. ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი
დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან
მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.
19:12 / 31.08.2026
გორის ლურჯ ავტობუსებს „თეგეტა მოტორსი“ შეაკეთებს, რასაც ყოფილი
მომსახურე კომპანია სასამართლოში ასაჩივრებს.
გორის ლურჯ ავტობუსებს „თეგეტა მოტორსი“ შეაკეთებს, რასაც ყოფილი მომსახურე კომპანია სასამართლოში ასაჩივრებს.
17:15 / 31.08.2026
ჯანდაცვის სამინისტრო გორის ჰოსპიტალისგან ექიმის დაუდასტურებელი
კონსულტაციების გამო თანხის დაბრუნებასა და ჯარიმას ითხოვს.
ჯანდაცვის სამინისტრო გორის ჰოსპიტალისგან ექიმის დაუდასტურებელი კონსულტაციების გამო თანხის დაბრუნებასა და ჯარიმას ითხოვს.
13:09 / 31.08.2026
გორში, სადგურის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, გამოძიება
მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით
მიმდინარეობს.
გორში, სადგურის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
12:52 / 31.08.2026
ავტობანის რუისის მონაკვეთზე რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა,
შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
ავტობანის რუისის მონაკვეთზე რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
23:09 / 30.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.