რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ხაშურში კორონავირუსის შემთხვევები აღარ ფიქსირდება
ხაშურში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩიქოვანმა ხაშურის მერიას აცნობა.

მისი განცხადებით, 12 ივნისამდე იყო მხოლოდ ერთეული უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევა:

,,ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი არ დაფიქსირებულა და გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. ასეთი ეპიდსიტუაციის მიზეზი, ალბათ არის ის, რომ ვირუსი დასუსტებულია საკმაოდ და იმდენად გადამდები და ინფიცირებადი აღარ არის, როგორც წინა პერიოდში.'' - აღნიშნავს ჩიქოვანი.

მისი ვარაუდით, კორონავირუსის გავრცელების ინტენსიურობისა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლებას ორი ფაქტორი განაპირობებს:

,,ერთი, რომ მოსახლეობის ნაწილი, დაახლოებით, ხაშურის მუნიციპალიტეტში 40 პროცენტი აიცრა, და მეორე ის, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა ვირუსის ინფექცია გადაიტანა და ამ გზითაც ჩამოყალიბდა იმუნური ფენა. პლიუს ამას, თვითონ ვირუსიც შედარებით დასუსტებულია. კვლავ მიმდინარეობს აცრები ვაქცინაციისათვის საგრძნობლად შემცირებული მოსახლეობის მომართვიანობის ფონზე. ამ ეტაპზე, იმუნიზაციას მიმართავენ მხოლოდ ის პირები, ვისაც საზღვარგარეთ უნდათ გასვლა. '' - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ქვეყანაში - 616.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის კულტურის სახლში 23 ოქტომბერს გაიმართება კონცერტი თურქეთში
სამი ურთულესი ოპერაციის წინ მყოფი 32 წლის მამაკაცის მხარდასაჭერად.
გორის კულტურის სახლში 23 ოქტომბერს გაიმართება კონცერტი თურქეთში სამი ურთულესი ოპერაციის წინ მყოფი 32 წლის მამაკაცის მხარდასაჭერად.
10:08 / 13.10.2026
ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ბაბელსბერგის სტუდენტური,
დრეზდენის საბავშვო და პოლონური ანიმაციური ფილმები ნახა, საღამო კი
ხალხური სიმღერით დასრულდა.
ფესტივალის მეორე დღეს მაყურებელმა ბაბელსბერგის სტუდენტური, დრეზდენის საბავშვო და პოლონური ანიმაციური ფილმები ნახა, საღამო კი ხალხური სიმღერით დასრულდა.
18:25 / 12.10.2026
რუსეთმა ქართული სასმელების რამდენიმე მწარმოებელს იმპორტი შეუჩერა.
ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვეველია და
გარკვევას აპირებს.
რუსეთმა ქართული სასმელების რამდენიმე მწარმოებელს იმპორტი შეუჩერა. ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვეველია და გარკვევას აპირებს.
16:42 / 12.10.2026
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო,
ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
ზემო ჩოჩეთში სოფლის პროგრამის ფარგლებში ორი საპირფარეშო მოეწყო, ქვემო ჩოჩეთის სასაფლაოზე გზა მოიხრეშა.
13:05 / 12.10.2026
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის
ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის
სკოლის აღზრდილია.
ხუთი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ხიზანიშვილი მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონი იყო და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის აღზრდილია.
12:44 / 12.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.